„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №3

 

2019 წლის 1 მარტი

 

ქ. თბილისი

 

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს დანართი №1-ში მოცემული მონაცემი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ვალერიან ხასაშვილი

 

დანართი 1

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/

მოქალაქეობა)

ფსევდონიმი(ები, ზედმეტი სახელი(ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

408

სახელები:

1. ჰამზა (HAMZA)

2. უსამა (USAMA)

3. მუჰამმად (MUHAMMAD)

4. ბინ ლადენ (BIN LADEN)

               

დაბადების თარიღი:

09.05.1989

დაბადების ადგილი:

ჯედა, საუდის არაბეთი

ეროვნება/მოქალაქეობა:

საუდის არაბეთი

 

 

პასპორტის მონაცემები:

პირადი ნომერი:

 

 

28.02.19

უსამა ბინ ლადენის (გარდაცვლილი) შვილი.

აიმან მუჰამედ რაბი ალ-ზავაჰირის მიერ (ფიზიკურ პირთა სიაში 78-ე), გამოცხადდა, როგორც

ალ-ქაიდას წევრი. (იურიდიულ პირთა სიაში 83-ე).

მოუწოდებდა ალ-ქაიდას მიმდევრებს ტერორისტული აქტების ჩატარებაზე.

ივარაუდება, ალ ზავაჰირის ყველაზე შესაძლო შემცვლელად.

ინტერპოლის უშიშროების საბჭოს სპეციალური განცხადების მისამართი: https://www.interpol.int/en/notice/search/un/xxxx .