„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2019 წლის 1 მარტი ქ. ზუგდიდი |
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სოციალური საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობა, მიმდინარე რემონტის, ბენეფიციართა კომუნალური ხარჯებისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხების თანაგადახდა (პროგრამის კოდი 06 05);
ლ) სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 03).“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 0604);“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციარისა (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე) და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის შინმოვლის ქვეპროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე ხანდაზმული, მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალური მდომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე.
დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა); (მითითებით, რომ ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 001-ზე დაბალი);
დ) მომვლელის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მომვლელის ან ავადმყოფის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულის შინმოვლა ითვალისწინებს მარტოხელა და მარტომცხოვრების ხანდაზმულების შინ მოვლის სერვისს, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საყოფაცხოვრებო გარემო პირობები. შერჩევა მოხდება სოციალური მდომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი.“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
2. მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე აგრეთვე უფლებამოსილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებებისა და მომართვების საფუძველზე სოციალური მდგომარეობისა და პირობების შესწავლის მიზნით შექმნილი კომისია.
4. სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამით გათვალისწინებული თანხების განკარგვაზე პასუხისმგებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით შექმნილი კომისია.
5. უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული თანხების განკარგვაზე პასუხისმგებელია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია.
6. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია.“;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი.
„171 მუხლი. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის კომისია
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების პროგრამა ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებისგან.
2. კომისია მუშაობას ახორციელებს მოქალაქეების მომართვის საფუძველზე თვეში ერთხელ და რიგგარეშე შემთხვევებშიც.“.
|