საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 13.02.2019
ძალაში შესვლა 13.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/227
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016567
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მხარეები“) თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
წინამდებარე შეთანხმების მიზანია თურქეთის მხარემ გაუწიოს მხარდაჭერა საქართველოს მხარეს არსებული გადაუდებელი მდგომარეობის პირობებში, რაც გულისხმობს ვაქცინებზე გაზრდილ მოთხოვნას, რომელიც გამოწვეულია წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებით.
მუხლი 2🔗
თურქეთის მხარე საქართველოს მხარეს გადასცემს 100 000 (ასი ათას) დოზა ჯერილ-ლინის შტამის წწყ ვაქცინას, (SCHWARZ Measles strain, Jeryl-Lynn Mumps strain, Wistar RA 27/3 Rubella Virus strain) სარფის საზღვრის გასასვლელთან, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში; ცალკეულ ოქმებს ხელი უნდა მოეწეროს ორმხრივად.
თურქეთის მხარის მიერ მოსაწოდებელი ვაქცინები მიწოდების შემდეგ გადადის საქართველოს მხარის საკუთრებაში და გამოყენებული უნდა იყოს მათი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მომსახურების გასაგრძელებლად.
მუხლი 3🔗
ქართულმა მხარემ თურქულ მხარეს უნდა დაუბრუნოს 100 000 (ასი ათასი) დოზა ჯერილ-ლინის შტამის წწყ ვაქცინა (SCHWARZ Measles strain, Jeryl-Lynn Mumps strain, Wistar RA 27/3 Rubella Virus strain), თურქული მხარის მიერ დასახელებულ მოწოდების ადგილზე, პირდაპირ მწარმოებელი კომპანიის მეშვეობით არაუგვიანეს 2019 წლის 01 ოქტომბრისა.
მუხლი 4🔗
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელნი იქნებიან ამ შეთანხმების განხორციელებაზე.
მუხლი 5🔗
შეთანხმება ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს. შედგენილია 2019 წლის 13 თებერვალს, ქ. სტამბოლში, თანაბარი ასლები წარმოდგენილია ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენაზე. თარგმანში განსხვავებების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ზაზა ბოხუა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
პროფესორი დოქტორი ემინე ალფ მეშე
ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე