„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე
მიღების თარიღი 04.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016848
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №21
2019 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შენიშვნისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა) გათვალისწინებული საფასურის გადახდისგან ერთჯერადად გათავისუფლდნენ დაინტერესებული პირები, თუ:
ა) სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემულია საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა;
ბ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა არის მოქმედი;
გ) დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია ფერის ცვლილების (მხოლოდ თეთრი ფერი) რეგისტრაცია.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული პირობები არის კუმულატიური და ამავე მუხლით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობისთვის სავალდებულოა ყველა პირობის ერთდროულად არსებობა.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია