საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 05.10.2018
ძალაში შესვლა 01.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №16/205
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016569
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2019
matsne.gov.ge 894 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.10.2018 მიღება
01.03.2019 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 07.03.2018 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 18.07.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 27.10.2023 „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 10.05.2021 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 07.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავრობა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა, განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები, ხელი შეუწყონ ადამიანებს შორის კონტაქტს და მათი მოქალაქეებისათვის გაამარტივონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოგზაურობასთან დაკავშირებული პროცედურები, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ წინამდებარე ხელშეკრულების დანართში ჩამოთვლილ მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებს, შედიან, გადიან, გაივლიან ტრანზიტის გზით და რჩებიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზის მიღების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ მათი დარჩენის ვადა არ აღემატება 90 (ოთხმოცდაათ) დღეს 180 (ას ოთხმოც)-დღიან პერიოდში, საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. 2. ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც შედიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წინამდებარე ხელშეკრულების დანართში ჩამოთვლილი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტებით და აპირებენ განაცხადის გაკეთებას დოკუმენტებზე, რომლებიც ცხოვრებისა და დარჩენის უფლებას იძლევა მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 (ოთხმოცდაათ) დღეზე მეტი ვადით, გრძელვადიანი ვიზის მიღება არ მოეთხოვებათ. მუხლი 2🔗 1. მხარეთა სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების წევრები არიან და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და/ან სამსახურებრივ პასპორტებს, გათავისუფლებულნი არიან ვიზის მიღების მოთხოვნისაგან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, დარჩენის, გასვლისა და ტრანზიტით გავლის დროს მათი მივლინების პერიოდში. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია. 3. თითოეული მხარე ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. მუხლი 3🔗 1. მხარეთა სახელმწიფოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან მიმღები სახელმწიფოს კანონები და წესები მათი ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის პერიოდში. 2. თითოეული მხარე უფლებას იტოვებს უარი უთხრას მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ან შეუწყვიტოს ყოფნის ვადა პირებს, რომლებსაც ისინი  მიიჩნევენ „პერსონა ნონ გრატად“ ან არასასურველად ან საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემქმნელად. მუხლი 4🔗 1. თუ ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაკარგავენ ან დააზიანებენ ან მათ მოპარავენ სამგზავრო დოკუმენტებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებიც, ასეთ შემთხვევაში, გასცემენ  დამადასტურებელ ცნობას ასეთი შეტყობინების მიღების შესახებ. 2. წინამდებარე შეთანხმების პირველ მუხლში აღნიშნულ მხარეთა სახელმწიფოს მოქალაქეებს უფლება აქვთ დატოვონ მიმღები სახელმწიფოს ტერიტორია ვიზისა თუ სხვა ნებართვის გარეშე ახალი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტით, რომელიც გაიცემა მათი მოქალაქეობის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა ან საკონსულო დაწესებულებების მიერ. მუხლი 5🔗 ერთი მხარის სახელწმიფოს მოქალაქეებს, რომლებიც მათი ნებადართული უვიზო მიმოსვლის ყოფნის პერიოდში ვერ ტოვებენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიას ფორსმაჟორული მიზეზების გამო, უნდა ჰქონდეთ ამ სახელმწიფოში დაშვებული ყოფნის ვადა, რომელიც ვრცელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მათი საცხოვრებელი ადგილის დაბრუნებისათვის აუცილებელი ვადის განმავლობაში გამოყენებული კანონებისა და წესების შესაბამისად. მუხლი 6🔗 1. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან წინამდებარე შეთანხმების დანართში აღნიშნულ სამგზავრო დოკუმენტების  ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე. 2. მხარეები, ერთმანეთს აცნობებენ მათი ახალი ან შეცვლილი დანართში აღნიშნული  სამგზავრო დოკუმენტების შემოღების შესახებ და დიპლომატიური არხების მეშვეობით მიაწვდიან ერთმანეთს ამგვარი სამგზავრო დოკუმენტების  ახალ ან შეცვლილ ნიმუშებს მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე. მუხლი 7🔗 1. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 2. ცვლილებები ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების შემდგომ. მუხლი 8🔗 1. თითოეულ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება საზოგადოებრივი წესრიგის, ეროვნული უსაფრთხოებისა ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვის გამო. 2. შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით, ძალაში შესვლამდე არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათისა.  მხარემ, რომელმაც შეაჩერა შეთანხმების მოქმედება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს შეჩერების მიზეზების არარსებობის შესახებ. მუხლი 9🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 10🔗  1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 30 (ოცდამეათე) დღეს. 2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის მოქალაქეების უვიზო მგზავრობის შესახებ“ ქ. კიევში 1999 წლის 31 მარტს შესრულებული შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას. 3. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას 180-ე (ას მეოთხმოცე) დღეს მეორე მხარის მიერ ზემოხსენებული შეტყობინების მიღების მომდევნო დღიდან. 4. იმ შემ  თხვევაში, თუ მხარეთა მოქალაქეებისათვის მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აწესებს ამ შეთანხმებით დაწესებულზე უკეთეს პირობებს, გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები. შესრულებულია 2018 წლის 5 ოქტომბერს ქ. კიშინეუში ორ დედნად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი  თანაბრად ავთენტურია.  წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.               საქართველოს მთავრობის                                                                                 უკრაინის                                                                                                                                  მინისტრთა   კაბინეტის                         სახელით                                                                                                       სახელით                 (ხელმოწერილია)                                                                                         (ხელმოწერილია) დანართი შეთანხმებაზე საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ 1. უკრაინის მოქალაქეებისთვის გაცემული სამგზავრო დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლითაც მათ შეუძლიათ შევიდნენ, დარჩნენ, დატოვონ და ტრანზიტით გაიარონ საქართველოს ტეროტორია: 1.1. უკრაინის მოქალაქის პასპორტი საზღვაგარეთ სამოგზაუროდ; 1.2. დიპლომატიური პასპორტი; 1.3. სამსახურებრივი პასპორტი; 1.4. მეზღვაურის დამადასტურებელი დოკუმენტი (ეკიპაჟის წევრთა სია ან ეკიპაჟის სიის ამონაწერი); 1.5. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის დამადასტურებელი მოწმობა (თვითმფრინავის ფრენის დანიშნულების ჩანაწერის შესაბამისად); 1.6.    უკრაინაში დასაბრუნებელი მოწმობა (მხოლოდ უკრაინაში დასაბრუნებლად); 1.7. უკონტაქტო ელექტრონული გადამზიდის მქონე უკაინის მოქალაქის პასპორტი (მხარეებს შორის მოგზაურობისთვის და პირდაპირი საერთაშორისო საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით). 2. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემული სამგზავრო დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლითაც მათ შეუძლიათ შევიდნენ, დარჩნენ, დატოვონ და ტრანზიტით გაიარონ უკრაინის   ტეროტორია: 2.1. საქართველოს მოქალაქის პასპორტი; 2.2. დიპლომატიური პასპორტი; 2.3. სამსახურებრივი პასპორტი; 2.4. მეზღვაურის წიგნაკი (ეკიპაჟის განრიგის ან ეკიპაჟის სიის ამონაწერი); 2.5. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მოწმობა (გენერალური დეკლარაციის ან საფრენოსნო დავალების შესაბამისად). 2.6. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა (მხოლოდ საქართველოში დასაბრუნებლად); 2.7. საქა  რთველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა (მხარეთა სახელმწიფოებს შორის მოგზაურობისთვის და პირდაპირი საერთაშორისო საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით).