შპს „ავტოლაინის" გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3748-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3748-19

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღების თაობაზე

2019 წლის  27 თებერვალი

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  სოსო ღურწკაია

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ავტოლაინი“

წარმომადგენლიგიგა სულაქველიძე

მოთხოვნა – შპს „ავტოლაინის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ გამოარკვია:

2019 წლის 22 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ავტოლაინის“ წარმომადგენელმა გიგა სულაქველიძემ და მოითხოვა შპს „ავტოლაინის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხოელ კრედიტორს მოთხოვნების წარსადგენად შეიძლება განესაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა. უცხოელი კრედიტორის მოთხოვნები განიხილება იმავე წესით, როგორითაც სხვა მოთხოვნები.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ავტოლაინს“ ჰყავს უცხოელი კრედიტორები, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ მოთხოვნების წარმოდგენის მიზნით უნდა განესაზღვროთ 30 დღის ვადა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ავტოლაინის“ წარმომადგენლის გიგა სულაქველიძის განცხადება შპს „ავტოლაინის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №204491861) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით;

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

6. შეჩერდეს შპს „ავტოლაინის“ მიმართ იძულებითი აღსრულება;

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

8. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

9. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 8 აპრილს 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №46 სხდომათა დარბაზში (მისამართი – თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე;

11. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე                            სოსო ღურწკაია