📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯი „მოდუსის“ წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №44/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017668
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,106 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „ბლექსის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 19.06.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „იბერიას’’ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 19.06.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 19.06.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 19.06.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „სპექტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 19.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯი „მოდუსის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №44/ნ 2019 წლის 6 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯი „მოდუსის“ წესდების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტისა  და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯი „მოდუსის“ წესდება თანდართული სახით. მუხლი 2🔗 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №70/ნ ბრძანება. 2. კოლეჯი „მოდუსი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯი  „მოდუსი“ უფლებამონაცვლეს. მუხლი 3🔗  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯი „მოდუსის“ წესდება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. კოლეჯი მოდუსი (შემდგომში – კოლეჯი ) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 2. კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით. 3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.4. კოლეჯის მისამართია: ქ. რუსთავი, შარტავას ქ. №4. მუხლი 2🔗. კოლეჯის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. კოლეჯის მიზნები და ფუნქციებია: ა) ფორმალური განათლების ყველა დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადების პროგრამების, პროფესიული გადამზადების პროგრამების და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების განხორციელება; ბ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. 2. კოლეჯის საქმიანობის საგანია: ა) კოლეჯში თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობების უზრუნველყოფა მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით; ბ ) თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; გ ) პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა; დ ) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის ხელშეწყობა; ე) ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა; ვ) თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელების ხელშეწყობა; ზ) საქართველოს და უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; თ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა; ი) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარება; კ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადების პროგრამების, პროფესიული გადამზადების პროგრამებისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების ხარისხიანი განხორციელების უზრუნველყოფა; ლ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; მ) არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ნ)ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია/ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრების მოზიდვა, მათ შორის, შემოსავლის მიღება ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის და სწავლების ხარისხზე უარყოფითად არ მოქმედებს; ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. კოლეჯი უფლებამოსილია წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II. კოლეჯის მართვა მუხლი 3🔗. კოლეჯის მართვის ორგანოები და კოლეჯის სტრუქტურა კოლეჯის მართვის ორგანოებია კოლეჯის დირექტორი და კოლეჯის საკოორდინაციო საბჭო. მუხლი 4🔗. კოლეჯის დირექტორი 1. კოლეჯის ხელმძღვანელი პირი არის კოლეჯის დირექტორი. კოლეჯის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. 2. კოლეჯის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) არ არის ნასამართლევი; გ) აქვს მიღებული უმაღლესი განათლება; 3. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 4. კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი. 5.         მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. კოლეჯის დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული დირექტორის მოადგილე, ხოლო განსაზღვრული დირექტორის მოადგილის მიერ დირექტორის ფუნქციის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული კოლეჯის თანამშრომელი. 7. კოლეჯის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია : ა) პირადი განცხადება; ბ) მინისტრის გადაწყვეტილება; გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) გარდაცვალება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მუხლი 5🔗. კოლეჯის დირექტორის ფუნქციები კოლეჯის დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) ახორციელებს კოლეჯის მართვას; ბ) წარმოადგენს კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში; გ) ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს, ბიუჯეტს და სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო ნუსხას, წარმართავს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას; დ) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს კოლეჯის ხედვას, მისიას, განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს; ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის წესდების პროექტს; ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს; ზ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ; კ) არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი თებერვლისა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წერილობით წარუდგენს გასული წლის ფინანსურ ანგარიშს;; ლ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; მ) უზრუნველყოფს კოლეჯში მიმდინარე ხარისხიან საგანმანათლებლო და სასწავლო პროცესს; ნ) ზედამხედველობს კოლეჯში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებას და დაცვას; ო) წელიწადში ორჯერ, მეორე და მეოთხე კვარტლის დასრულებამდე წარუდგენს ანგარიშს კოლეჯის საკოორდინაციო საბჭოს გენდერულ, სოციალურ და ეთნიკურ ჭრილში სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან, აპლიკანტთა ჩარიცხვასთან, კურსდამთავრებულთა და მათ დასაქმებასთან, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებლების პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით; პ) წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს კალენდარული წლის დასრულებამდე, საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კოლეჯის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების თაობაზე; ჟ) ნიშნავს და ათავისუფლებს საკოორდინაციო საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც არ ინიშნებიან საკოორდინაციო საბჭოში არჩევნების გზით; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლამოსილებებს. მუხლი 6🔗. კოლეჯის საკოორდინაციო საბჭო 1. კოლეჯის სამეთვალყურეო ორგანოა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან და უფლებამოსილების ვადაა 3 წელი. 2. საკოორდინაციო საბჭო: ა) წელიწადში ორჯერ, მეორე და მეოთხე კვარტლის დასრულებამდე იბარებს დირექტორის მიერ გენდერულ, სოციალურ და ეთნიკურ ჭრილში სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან, აპლიკანტთა ჩარიცხვასთან, კურსდამთავრებულთა და მათ დასაქმებასთან ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებლების პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს; ბ) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს კოლეჯის ხედვას და მისიას; გ) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს კოლეჯის მიერ განსახორციელებელ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხას; დ) ითანხმებს კოლეჯის დირექტორის მიერ დასამტკიცებელ კოლეჯის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს; ე) დირექტორის მიერ წარდგენილი ანგარიშის გათვალისწინებით საბჭოს წევრები საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეიმუშავებენ და დირექტორს წარუდგენენ კოლეჯის განვითარებასთან დაკავშირებულ ერთობლივ რეკომენდაციებს; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; 3. საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საქმიანობა არაანაზღაურებადია. მუხლი 7🔗. საკოორდინაციო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება 1. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით საკოორდინაციო საბჭოს შეკრების პირველ სხდომაზე. 2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. საკოორდინაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს კოლეჯის დირექტორის ან საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით. 4. საკოორდინაციო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. საბჭოს სხდომაზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით. 5. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება კოლეჯის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს კოლეჯის სხვა საჯარო კოლეჯთან გაერთიანება/მიერთება ან კოლეჯის დაყოფა/გამოყოფა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით. 6. საკოორდინაციო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი განცხადებით; ბ) თუ საკოორდინაციო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება საბჭოს სხდომებს: ბ.ა) კოლეჯის საკოორდინაციო საბჭოს მიმართვის საფუძველზე კოლეჯის დირექტორის გადაწყვეტილებით, თუ საკოორდინაციო საბჭოს წევრი კოლეჯის დირექტორის მიერ დანიშნული პირია;  ბ.ბ) საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტური კავშირის ან პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია; გ) პროფესიული სტუდენტი, თუ მას შეუწყდა პროფესიული სტუდენტის სტატუსი; დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და კოლეჯს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა; ე) კოლეჯის დირექტორის მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი; ვ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში; ზ) პირი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანადაა აღიარებული; თ) გარდაიცვალა. მუხლი 8🔗. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე 1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საკოორდინაციო საბჭოს წევრთაგან საკოორდინაციო საბჭოს წევრთა მიერ ხმათა უმრავლესობით. 2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს უფლებამოსილების ვადით. თუ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიული სტუდენტური კავშირის წარმომადგენელია, იგი აირჩევა პროფესიული სტუდენტის სწავლის ვადით. ხოლო, თუ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიული მასწავლებელია, იგი აირჩევა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადით. 3. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს; ბ) ორგანიზებას უწევს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას; გ) ხმის მიცემის უფლებით მონაწილეობს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; დ) მეთვალყურეობას უწევს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას. 4. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი განცხადებით; ბ) თუ ამ წესდებით დადგენილი წესით შეუწყდა საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილება; გ) საკოორდინაციო საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით; დ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში; ე) პირი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანადაა აღიარებული; ვ) გარდაიცვალა. მუხლი 9🔗. საკოორდინაციო საბჭოს წევრთა არჩევა/დანიშვნა 1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) დამსაქმებლის წარმომადგენელი; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი; გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი; დ) პროფესიული სტუდენტური კავშირის წარმომადგენელი; ე) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი. 2. საკოორდინაციო საბჭოს სამი წევრის, დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის, დანიშვნა ხდება კოლეჯის დირექტორის მიერ, შესაბამისი ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით. 3. კოლეჯის საკოორდინაციო საბჭოს დანიშნული წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და არის ნასამართლეობის არმქონე. 4. პროფესიული სტუდენტური კავშირის და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. მუხლი 10🔗. კოლეჯის დირექტორის მიერ საკოორდინაციო საბჭოს წევრების დანიშვნა 1. კოლეჯის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კოლეჯის საკოორდინაციო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას. 2. დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, კოლეჯის დირექტორი შეარჩევს კოლეჯის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, რაც მტკიცდება კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 11🔗. საკოორდინაციო საბჭოში პროფესიულ სტუდენტთა კავშირის და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევა 1. საკოორდინაციო საბჭოში პროფესიული სტუდენტური კავშირის წარმომადგენელს ირჩევენ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტური კავშირის წევრები, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს, კოლეჯში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საბჭოს უფლებამოსილების ვადით; 2. საკოორდინაციო საბჭოში პროფესიული სტუდენტური კავშირის წარმომადგენლის არჩევის წესი განისაზღვრება პროფესიული სტუდენტური კავშირის დებულებით; 3. პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს კოლეჯის დირექტორი; 4. თითოეული პირი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად; 5. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება; 6. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას. მუხლი 12🔗. საარჩევნო კომისია 1. პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება კოლეჯის თანამშრომლებისაგან. 2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატი მასწავლებელი; ბ) კოლეჯის დირექტორი ან მისი ახლო ნათესავი; გ) კოლეჯის დირექტორის მოადგილე ან მისი ახლო ნათესავი. 3. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა, უფლებამოსილება და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი III. კოლეჯის ქონება და დაფინანსების წყაროები. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი მუხლი 13🔗. კოლეჯის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კოლეჯს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.2. კოლეჯი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 14🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, კოლეჯის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, კოლეჯის ფუნქციონირების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობათა დასახელებების, რაოდენობის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. კოლეჯს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 15🔗. კოლეჯის დაფინანსება 1. კოლეჯის დაფინანსებისწყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. კოლეჯის სახსრების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. თავი IV. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 16🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. თავი V. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი მუხლი 17🔗. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი კოლეჯის წესდებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.