„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
330090020.35.132.016431
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №6

2019 წლის 5 მარტი

ქ. ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-6 მუხლის 6.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.9. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა – 2 (სრზ-2):

ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

• პარკები;

• ბაღები;

• სკვერები;

• ბულვარები;

• დეკორატიული გაფორმების ობიექტები;

• საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

• მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები და სხვა);

• სპორტული მოედნები;

• პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;

• სავაჭრო პავილიონები, კიოსკები;

• ატრაქციონები;

• საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, ელინგები);

• საზოგადოებრივი ტუალეტები;

• სამაყურებლო ობიექტები (ესტრადები, ამფითეატრები, საგამოფენო დარბაზები, კინოთეატრები);

• სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობები (საწვრთნელი ბაზები, სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);

• ზოოპარკები;

• კაფეები, რესტორნები;

• საეკლესიო ობიექტები;

• სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აგარაკები;

• დასვენების ბანაკები და ბაზები;

• დასასვენებელი სახლები;

• სანატორიუმები;

• სასტუმროები;

• მოხუცთა ინტერნატები;

• საავადმყოფოები;

• სამეურნეო ობიექტები (ადმინისტრაციის შენობები; საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები);

• ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (არაუმეტეს 3 სართულისა და 12 მეტრი სიმაღლისა).“.

2. დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაუშვებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის გაზრდა კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში არსებულ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ოდენობა არ აღემატება 600 კვ.მ-ს, ასევე, იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 600-1200 კვ.მ.-ს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტი შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისათვის დადგენილი ოდენობის 50 %-ით, ხოლო იმ მიწის ნაკვეთებისათვის, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 1200-1800 კვ.მ-ს – შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისათვის დადგენილი ოდენობის 75 %-ით; 1800-2500 კვ.მ. – იმ ზონისათვის დადგენილი 100%-ით კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

6. დაუშვებელია ხელმეორედ იქნეს განხილული საკითხი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდის თაობაზე იმავე მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უკვე განხორციელდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის საერთო ფართის 40 %-ით ან/და მეტი ოდენობით გაზრდა.“.

3. დადგენილების 151 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განისაზღვროს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ავტომანქანების პარკირებისათვის საზოგადოებრივ საქმიან ზონაში 150 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე არანაკლებ 1 ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 180 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე არანაკლებ 1 ავტომანქანა, ასევე, სასტუმრო დანიშნულების ობიექტებისათვის (მათ შორის მცირე დროით დამკავებელთათვის) ნებისმიერ ფუნქციურ ზონაში 200 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე – არანაკლებ 1 ავტომანქანა.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.03.2019.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.03.2019. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 330090020.35.132.016431.
რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6, 05.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.132.016431 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4501969/