შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქმე №330216918002779087 №2/36988-18 |
|
საოქმო განჩინება საქართველოს სახელით კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე (ამონაწერი კრედიტორთა სხდომის ოქმიდან) |
|
2019 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი |
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე): ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე
მეურვე – სსიპ – „აღსრულების ეროვნული ბიურო“
მოთხოვნის არსი – შპს „საქგეოსერვისის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 14 მარტს, 11:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; სამეურვეო ქონებიდან ქონების ნაწილის ამორიცხვა; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა; მომრიგებელი საბჭოს არჩევა.
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №46).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
19:14:51: სხდომის დახურვა მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.02.2019.
- როდის იქნა მიღებული „შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე“?
- „შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე“ მიღებულია 27.02.2019. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/36988-18.
- სად არის „შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე“, №2/36988-18, 27.02.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4502286/