საჯარო სამართლის იურიდული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.03.2019
ძალაში შესვლა 25.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-249
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016578
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-249
2019 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ველური ბუნების მართვის ეროვნული სააგენტოს“ შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის № 83 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 25 მარტიდან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
საჯარო სამართლის იურიდული პირის – ველური ბუნების მართვის ეროვნული სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2.
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
3.
სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
4.
სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ლოგო, ასევე საბანკო ანგარიშები, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები.
5.
სააგენტოს იურიდიული მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სართიჭალა.
მუხლი 2🔗.
სააგენტოს მიზნები
1.
გარეულ ცხოველთა მართვის სფეროში:
ა)
გარეულ ცხოველთა სახეობების აღრიცხვა, მათი ჰაბიტატებისა და პოპულაციების მონიტორინგი;
ბ)
გარეულ ცხოველთა სახეობებისა და მათი ჰაბიტატების აღდგენის ხელშეწყობა როგორც ბუნებრივ, ასევე სახეცვლილ (კულტურულ) გარემოში;
გ)
არეულ ცხოველთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების ორგანიზება;
;
დ)
სამონადირეო და სათევზაო მეურნეობების ხელშეწყობა;
ე)
სათევზაო და სანადირო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
2.
ფლორის მართვის სფეროში:
ა)
ადგილობრივი ფლორის, მათ შორის იშვიათი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებისა და გამრავლებისათვის ხელის შეწყობა;
ბ)
მცენარეული საფარის, ადგილობრივი ფლორის სახეობების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობების მოპოვება, მოშენება, მოვლა და ამ მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მომსახურებების გაწევა;
გ)
დეკორატიული და კულტურული სახეობების ხე-მცენარეთა სათესი და სარგავი მასალის გამოყვანა და გამრავლება ურბანული გამწვანების ხელშეწყობის მიზნით;
დ)
კომპეტენციის ფარგლებში ტყის კულტურებისა და ქარსაფარი ზოლების გაშენება;
ე)
კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება დასახული ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 3🔗.
სააგენტოს ფუნქციები და ამოცანები
1.
ველური ფაუნის მართვის სფეროში სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
გარეულ ცხოველთა სახეობების და ჰაბიტატების აღრიცხვა, კვლევების ორგანიზება, მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
ბ)
გარეულ ცხოველთა სახეობების პოპულაციებისა და ჰაბიტატების აღდგენისთვის საჭირო ბიოტექნიკური ღონისძიებების ორგანიზება;
გ)
გარეულ ცხოველთა ადგილობრივი სახეობების მოსაშენებელი მასალის მოპოვების, შეძენის, მოშენებისა და რეინტროდუქციის ორგანიზება;
დ)
სანადირო და სათევზაო სავარგულების იდენტიფიცირება;
ე)
სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და თევზჭერის სალიცენზიო პირობების დადგენაში მონაწილეობა;
ვ)
გარეულ ცხოველთა სახეობების ინდივიდების გარემოდან ამოღების კვოტების დადგენაში მონაწილეობა;
ზ)
სამონადირეო და სათევზაო მეურნეობებისთვის რეკომენდაციების გაცემა, კონსულტირება სახეობების აღწარმოების, ამოღების და ბიოტექნიკურ ღონისძიებათა წარმოების მიმართულებით;
თ)
ყოველწლიური სამეცნიერო-კვლევითი ბიულეტენის ,,სახეობათა მაცნე“ გამოცემა;
ი)
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2.
გარეულ ცხოველთა მართვის სფეროში სააგენტო საკუთარ უფლებამოსილებას სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს, ხოლო სხვა ტერიტორიაზე - მესაკუთრის/მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე.
3.
ფლორის მართვის სფეროში სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივ გარემოში გაშენების ან რეალიზაციის მიზნით ტყის სახეობების, მათ შორის „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობების, ასევე ხე-მცენარეთა დეკორატიული და კულტურული სახეობების სარგავი მასალის გამოყვანა;
ბ)
ტყის გაშენების პროექტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად გამოყოფილი ტერიტორიების გაწმენდის, შეღობვის, დარგვისა და მოვლის სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა;
გ)
საჭიროების შემთხვევაში, საჯარო მიზნებისათვის, ასევე სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისათვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს პროდუქციის (მცენარეების) უსასყიდლოდ გაცემა და მასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების განხორციელება;
დ)
სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და ,,წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და ,,წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის დაანგარიშება ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ე)
კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვისა და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მათთვის ფასიანი მომსახურების გაწევა, მათ შორის, სანერგის და სხვა „მწვანე ინფრასტრუქტურის“ (ტყის, ფერდობის, ქარსაფარი ზოლის, ურბანული და დეკორატიული სკვერის და სხვ.) განაშენიანების დაგეგმვა, დაპროექტება, მოწყობა (გაშენება) და დენდროლოგიური დასკვნების გაცემა;
ვ)
სააგენტოს მიერ გამოყვანილი, მოშენებული და წარმოებული პროდუქციის საცალო და საბითუმო რეალიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ)
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ხე-მცენარეთა სამყნობი საძირეების გამოყვანა, მყნობა, დარგვა და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ)
კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მარცვლეული და ბოსტნეული პროდუქციის, ასევე მებოცვრეობის და მეფრინველეობის წარმოება გარეულ ცხოველთა მოშენების, კვებისა და ზრდის საჭიროებებისთვის;
ი)
სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების შესწავლა, მოპოვება, მისგან მიღებული სათესი და სარგავი მასალების გამოყენება საკუთარი საჭიროებისთვის ან/და რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ)
კომპეტენციის ფარგლებში რულონური გაზონის (ბალახის საფარის) დეკორატიული კულტურის წარმოება;
ლ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა
1.
სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2.
სააგენტოს უფროსი:
ა)
მოქმედებს სააგენტოს სახელით, დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს სააგენტოს ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ბ)
კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის;
გ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
დ)
განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;
ე)
პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ვ)
უფლებამოსილია ბრძანების საფუძველზე განსაზღვროს სააგენტოს საკუთრებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირები;
ზ)
ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
თ)
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებას, დადგენილი წესით, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
ი)
წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ)
ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
სააგენტოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც მინისტრთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4.
სააგენტოს უფროსის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი.
5.
სააგენტოს უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 5🔗.
სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1.
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
ადმინისტრაციული სამსახური;
ბ)
სატყეო მეურნეობისა და ტექნოლოგიების სამსახური.
2.
სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს - სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
3.
ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა)
სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დადგენილი წესით სამინისტროში წარდგენა;
ბ)
სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
გ)
სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ)
სააგენტოს ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ე)
სააგენტოს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ)
კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ზ)
წლიური კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა;
თ)
სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ი)
სააგენტოს არაფინანსური აქტივების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
კ)
სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და ,,წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის დაანგარიშება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
ლ)
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
მ)
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;
ნ)
სააგენტოს საქმისწარმოების განხორციელება, სააგენტოს საერთო საქმისწარმოების ორგანიზება, კონტროლი და კოორდინაცია;
ო)
სააგენტოს საკადრო საკითხების განხორციელება, ამ მიზნით ასევე სააგენტოს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
პ)
სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია;
ჟ)
კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
რ)
კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა და/ან განხილვაში მონაწილეობა;
ს)
სააგენტოს წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა ორგანოებში;
ტ)
სააგენტოს უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
4.
სატყეო მეურნეობისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები:
ა)
გარეულ ცხოველთა მართვის სფეროში:
ა.ა)
გარეულ ცხოველთა სახეობათა და ჰაბიტატების აღრიცხვა, კვლევების ორგანიზება, მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
ა.ბ)
გარეულ ცხოველთა სახეობების პოპულაციებისა და ჰაბიტატების აღდგენისთვის საჭირო ბიოტექნიკური ღონისძიებების ორგანიზება;
ა.გ)
გარეულ ცხოველთა ადგილობრივი სახეობების მოსაშენებელი მასალის მოპოვების, შეძენის, მოშენებისა და რეინტროდუქციის ორგანიზება;
ა.დ)
სანადირო და სათევზაო სავარგულების იდენტიფიცირება;
ა.ე)
სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და თევზჭერის სალიცენზიო პირობების დადგენაში მონაწილეობა;
ა.ვ)
გარეულ ცხოველთა სახეობების ინდივიდების გარემოდან ამოღების კვოტების დადგენაში მონაწილეობა;
ა.ზ)
სამონადირეო და სათევზაო მეურნეობებითვის რეკომენდაციების გაცემა, კონსულტირება სახეობების აღწარმოების, ამოღების და ბიოტექნიკურ ღონისძიებათა წარმოების მიმართულებით;
ა.თ)
ყოველწლიური სამეცნიერო-კვლევითი ბიულეტენის ,,სახეობათა მაცნე“ გამოცემა;
ა.ი)
ფაუნის საშენ-საინკუბაციო და სავოლიერე მეურნეობისთვის საკვების დამზადება;
ა.კ)
უცხო ქვეყნიდან ველური ფაუნის ადგილობრივი სახეობების ინდივიდების შემოყვანის მიზნით წინადადების მომზადება;
ა.ლ)
სააგენტოს მიერ წარმოებული ადგილობრივი ფაუნის სახეობების ბუნებრივ გარემოში გაშვების მიზნით წინადადებების მომზადება;
ა.მ)
სააგენტოს მიერ გამოყვანილი ველური ფაუნის სახეობებში დაავადების აღმოჩენისა და აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება, საჭირო ქიმიკატების, მედიკამენტებისა და ვაქცინების შეძენა;
ა.ნ)
ბუნებაში ინფექციური დაავადებების (ეპიზოტიები, ეპიდემიები) გავრცელების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და მედიკამენტოზური ღონისძიებების ორგანიზება;
ა.ო)
უკანონო ტყვეობიდან გამოხსნილ სახეობათა ინდივიდების თავშესაფრის მოწყობა და განთავსების უზრუნველყოფა;
ა.პ)
ტაქსიდერმიის დარგის განვითარების ხელშეწყობა და ტაქსიდერმიული მომსახურება.
ბ)
ფლორის მართვის სფეროში:
ბ.ა)
აგროვადებში საგაზაფხულო და საშემოდგომო ნათესებისათვის მიწის ფართობის მომზადება;
ბ.ბ)
კონტეინერული მეთოდით ნერგების მოყვანისთვის საჭირო მასალების (ტორფი, სასუქი, აგროპერლიტი, ჰერბიციდი, ქიმიკატი, მდინარის ლამი და ა.შ.) შეძენა და სათესი სუბსტრატის წარმოება;
ბ.გ)
აგროვადებში სათესი მასალის დამზადება და შესყიდვა როგორც საკუთარი საჭიროებისათვის, ასევე მისი რეალიზაციის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ.დ)
დამზადებული ან შეძენილი სათესლე მასალის გადამუშავება, მისი დათესვა კონტეინერში და ღია გრუნტში, ასევე დაყვანა ხანგრძლივი შენახვისა და სარეალიზაციო კონდიციებამდე;
ბ.ე)
საქართველოს წითელი ნუსხისა და სხვა სახეობათა ხე-მცენარეების თესლის ბანკის წარმოება;
ბ.ვ)
სანერგე სკოლებისა და დასაკალმებელი პლანტაციების გაშენება;
ბ.ზ)
კომპეტენციის ფარგლებში რულონური გაზონის წარმოების, მოვლის და გამოყენების ორგანიზება;
ბ.თ)
კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვისა და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სანერგის და სხვა „მწვანე ინფრასტრუქტურის“ (ტყის, ფერდობის, ქარსაფარი ზოლის, ურბანული და დეკორატიული სკვერის და სხვ.) განაშენიანების დაგეგმვა, დაპროექტება და მოწყობა (გაშენება);
ბ.ი)
გამხმარი, დაავადებული, გადაზრდილი და ა.შ. არალიკვიდური პროდუქციის ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
ბ.კ)
სააგენტოს მიერ გამოყვანილ მცენარეებში დაავადების აღმოჩენისა და აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება, საჭირო ქიმიკატების, მედიკამენტებისა და ვაქცინების შეძენა.
მუხლი 6🔗.
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1.
სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2.
სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3.
სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს სამინისტროს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4.
სააგენტო ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
მუხლი 7🔗.
სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო
1.
სააგენტოს, დასახული მიზნებისა და თავისი ფუნქციების შესრულების განსახორციელებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2.
სააგენტოს დაფინანსების წყაროა:
ა)
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები;
ბ)
შემოწირულობანი და გრანტები;
გ)
კვლევითი, საგანმანათლებლო, ასევე საკონსულტაციო-საექსპერტო და საპროექტო საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლები;
დ)
ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე)
სააგენტოს მიერ გამოყვანილი, მოშენებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
ვ)
სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და ,,წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და ,,წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასური;
ზ)
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლინად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 8🔗.
სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება
1.
სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2.
სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗.
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1.
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.
სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.