შპს ,,ბილდინგ კომპანი 2016 - ის’’ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 330210319002883354
№ 2/4700-19
თბილისის საქალაქო სასამართლოს
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2019 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ლევან მიქაბერიძე
განმცხადებელი – შპს „ბილდინგ კომპანი 2016’’
წარმომადგენელი – გაიოზ ნიჯარაძე
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მარტს განცხადებით მომართა შპს „ბილდინგ კომპანი 2016’’-ის წარმომადგენელმა გაიოზ ნიჟარაძემ, რომლითაც მოითხოვა შპს „ბილდინგ კომპანი 2016’’-ის გაკოტრება.
2. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და, ამასთანავე, მიაჩნია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების დამადასტურებელ მტკიცებულებას. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
2.2. მოვალის განმარტებით, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში, კომპანია ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების გარეშე შპს „ბილდინგ კომპანი 2016''-ის გაკოტრება, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ბილდინგ კომპანი 2016''-ს შპს „გრანიტ სერვისის'' მიმართ გააჩნია 10 550,80 ლარის დებიტორული მოთხოვნა. აღნიშნული თანხა კი აღემატება სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საპროცესო ხარჯს 5 550,8 ლარით, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში და მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-13, მე-14, მე-16, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბილდინგ კომპანი 2016’’ -ის (ს/კ 402025624) განცხადება მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2. მ ეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით (განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობები).
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
6. შეჩერდეს მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება (არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება).
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 17 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №46 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), შემდეგი დღის წესრიგით: 1) მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2) კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3) საქმის შეწყვეტის ან მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
10. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
11. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), განჩინების გადაცემიდან (გამოქვეყნებიდან) 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე