შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ოთარი ონიაშვილი)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

                                            საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG306

 

სპეციალისტი:     შპს „კონსალტინგ გრუპსი” , ს/კ 404483536 

დირექტორი:        გიორგი ლოლაშვილი

მისამართი:          ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23

ელფოსტა:           auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში:     GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: ოთარი ონიაშვილი, პირადი N08001033208

მოვალე (მსესხებელი): ლევან ონიაშვილი, პირადი N 08001005742

იპოთეკის ხელშეკრულება: 1231231089536, თარიღი 29/07/2016

ვალდებულების წარმოშობა: № 3536566-8464282

იპოთეკის რეკვიზიტები: ახმეტა, ქუჩა ნიკოლაძის, საკადასტრო კოდი: 50.04.47.216

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: სესხიდან გამომდინარე: 10,293.16 აშშ დოლარი (ძირი - 7,600.62 აშშ ოლარი; პროცენტი - 736.56 აშშ დოლარი; ჯარიმა - 1,955.98 აშშ დოლარი)ავანსი: 490 ლარი

აუქციონის ჩატარების დრო:  25/03/2019 წლის 16:00 საათიდან  27/03/2019 წლის 14:00 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:  9097.24  აშშ დოლარი და  490.00  ლარი

უძრავი ნივთის აღწერა:  სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი - 1805 კვ.მ მასზე არსებული შენობა ნაგებობებით: განაშენიანების ფართი №" 01-162.6 კვ.მ, № 02 - 66.5 კვ.მ

გარდამავალი უფლებები:  არა

აუქციონის პირობები: 

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორისკრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:

1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით;

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე;

3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით;

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის  1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპსი” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებულ სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი:   შპს „კონსალტინგ გრუპსი”, ს/კ 404483536 

დირექტორი                                                                                            გიორგი ლოლაშვილი