შპს „აქუაფაბის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის № 330219617002196349 (2/33473-17)
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლი ს 13 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
განმცხადებელი – სსიპ – შემოსავლების სამსახური
მოვალე – შპს „აქუაფაბი“ (ს/კ 443859497)
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „აქუაფაბის“ გაკოტრების საქმე.
2019 წლის 22 თებერვალს შპს „ქუაფაბის“ გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრების მოწვევა შპს „აქუაფაბის“ გაკოტრების საქმის დასრულებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი: შპს „აქუაფაბის“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 28 მარტს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12, კმ. №6), სხდომის დარბაზი №52, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. შპს „აქუაფაბის“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება ;
2 . გაკოტრების მმართველს დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე