საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 26.09.2018
ძალაში შესვლა 14.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №176/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016570
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2019
matsne.gov.ge 688 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2018 მიღება
14.03.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს მთავრობის სახელით ვახტანგ მახარობლიშვილი ტაილანდის სამეფოს მთავრობის სახელით ვირასაქდი ფუთრაქული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 27.10.2023 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 15.07.2019 „საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 16.11.2018 „საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 21.09.2023 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 18.02.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავრობა და ტაილანდის სამეფოს მთავრობა შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა, გაამარტივონ თითოეული სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი  სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმოსვლა, შეთანხმდნენ შემდეგზე:  მუხლი 1🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, არ მოეთხოვებათ ვიზის მიღება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის, ტრანზიტისა და ყოფნის მიზნით,  არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ასოთხმოც (180) დღიან პერიოდში, იმ პირობით, რომ ისინი არ განახორციელებენ სამუშაო საქმიანობას, არ დასაქმდებიან/თვითდასაქმდებიან ან არ განახორციელებენ ნებისმიერ სხვა სახის  კერძო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. მუხლი 2🔗 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის  სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, აგრეთვე მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ შევიდნენ, იმყოფებოდნენ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია ვიზის მიღების გარეშე არა უმეტეს პერიოდისა, რომელიც არ აღემატება ოთხმოცდაათ (90) დღეს. 2. ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. მუხლი 3🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარის  მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს და ამ ხელშეკრულების (1) ან (2) მუხლების საფუძველზე ექვემდებარებიან ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას, უფლებამოსილნი არიან შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ ან დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი დაიცავენ მეორე ხელშემკვრელ მხარეში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, რომლებიც არეგულირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლასა და მგზავრობას. მუხლი 4🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელ მხარეში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. მუხლი 5🔗 თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დასაბუთებული უარი უთხრას შესვლაზე ან შეწყვიტოს ნებისმიერი პირის ყოფნა, რომელიც ექვემდებარება ამ შეთანხმებით ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც მიჩნეულნი იქნებიან არასასურველად ან შესაძლებელია საფრთხე შეუქმნან საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ან სახელმწიფო უსაფრთხოებას. მუხლი 6🔗 1. თითოეულ  ხელშემკვრელ მხარეს,  სახელმწიფო უსაფრთხოების,  საზოგადოებრივი წესრიგის  ან    საზოგადოებრივი  ჯანმრთელობიდან  გამომდინარე, შეუძლია  მთლიანად  ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება. 2. ხელშემკვრელ მხარეს, რომელსაც სურს მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს შეთანხმების მოქმედება უნდა შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, როგორც შეჩერებისა, ასევე ამ შეჩერების ზომების გაუქმების შესახებ სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე. მუხლი 7🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან თავიანთ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღიდან  ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. ახალი დიპლომატიური ან ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების შემოღების შემთხვევაში, ასეთი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს, დიპლომატიური არხების საშუალებით, მიაწვდის მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური ან ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე. მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლასა და გადაადგილებას, თუ წინამდებარე შეთანხმების დებულებები აუარესებს ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეების მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის პირობებს. მუხლი 9🔗 ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით. ასეთი სახის ცვლილებები წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და მათი ძალაში შესვლა განხორციელდება შეთანხმების მე-11 მუხლში წარმოდგენილი პროცედურის შესაბამისად. მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 11🔗 1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 დღის შემდეგ. 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ოცდამეათე (30) დღეს. შესრულებულია 2018 წლის 26 სექტემბერს, ქ. ნიუ იორკში, ორ დუბლიკატად, თითოეული ქართულ, ტაილანდურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.                                         საქართველოს მთავრობის სახელით ვახტანგ მახარობლიშვილი ტაილანდის სამეფოს მთავრობის სახელით ვირასაქდი ფუთრაქული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე