სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-55/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს

უფროსის ბრძანება № 02-55/ო

2019 წლის 13 მარტი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო  საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და  პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის  2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ

 1. გაიცეს შპს „ნაციონალური სისხლის ბანკზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ.  თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №44) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის“ ლიცენზია.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კოლომეტრი №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი:

 შპს „ნაციონალური სისხლის ბანკის“ ხელმძღვანელის გ. ჭიღლაძის  განცხადება: №15003

04.02.2019წ.    

ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-157-15, 07.03.2019წ.

ზეპირი მოსმენის ოქმი №4, 11.03.2019წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                         თეიმურაზ პირველაშვილი