შპს „ოლიმპის“ პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
შპს „ოლიმპის“ პარტნიორთა კრების მოწვევის თაობაზე
გაცნობებთ, რომ 26.02. 2019 წელს შედგა შპს „ოლიმპის“ პარტნიორთა კრება (დაწყების დრო 15:00 საათი, მისამართი: ქალაქი ბათუმი, ნოე ჟორდანიას №12, ნოტარიუს ხათუნა კალანდარიშვილის სანოტარო ბიურო), რომელიც ჩაიშალა თქვენი გამოუცხადებლობის გამო.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შპს „ოლიმპის“ წესდების 3.2 და 3.3 პუნქტებიდან გამომდინარე, როგორც შპს „ოლიმპის“ დამფუძნებელს შემიძლია დავნიშნო შპს „ოლიმპის“ პარტნიორთა საერთო კრება და ასევე განმეორებითი კრება იმავე დღის წესრიგით. ხსენებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ განმეორებით ვნიშნავ შპს „ოლიმპის“ პარტნიორთა საერთო კრებას, რომელიც შედგება 2019 წლის 27 მარტს 16:00 საათზე, მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ნოე ჟორდანიას №12, ნოტარიუს ხათუნა კალანდარიშვილის სანოტარო ბიურო.
პარტნიორთა კრების დღის წესრიგი:
1. შპს ოლიმპის დირექტორის 2015-2016-2017-2018 წლების სამეურნეო საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და დამკიცება;
2. შპს ოლიმპის 2015-2016-2017-2018 წლების საქმიანობიდან მიღებული მოგების პარტნიორებს შორის განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება;
3. შპს „ოლიმპში“ საბუღალტრო/ფინანსური აუდიტის ჩატარება და ამ მიზნით აუდიტორის შერჩევა;
4. შპს ოლიმპის დირექტორის იგორ ლაგვილავასათვის (პ/ნ 48901028193) უფლებამოსილების შეწყვეტა (თანამდებიდან გათავისუფლება) და ახალი დირექტორის ვიაჩესლავ გუბერნატოროვის (65№0458626) დანიშვნა;
ამასთანავე, მოგმართავთ როგორც შპს „ოლიმპის“ დირექტორს, წარუდგინოთ პარტნიორთა საერთო კრებას შპს „ოლიმპის“ 2015- 2016-2017-2018 წლების საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591155111
ვიაჩესლავ გუბერნატოროვი
13.03.2019 წელი