მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 20.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №8/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016440
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 404 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 24.05.2019 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 28.03.2018 საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების №11.12 ჩაილურის თემის, №24.06 დიდი დმანისის თემის, №53.07 ზედა ვანის თემისა და №66.06 გურიფულის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 28.09.2015 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 02.08.2023 საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 14.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №8/2019 2019 წლის 20 მარტი ქ. თბილისი მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 154-ე და 169​2 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა გამართვის შემთხვევაში, დადგინდეს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“: ა) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრების, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის – „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა“; ბ) 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრების, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვადები აითვალოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე/საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან; გ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე და არაუგვიანეს 46-ე დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 43-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა“; დ) 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 39-ე და არაუგვიანეს 34-ე დღისა“; ე) 53-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 48 დღისა“; ვ) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 43-ე დღისა“; ზ) 53-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 45 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა“. მუხლი 2🔗 მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა იმ ორგანოების არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება შესაბამისი არჩევნები. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი