ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.03.2019
ძალის დაკარგვა 03.06.2019
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016327
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,798 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2019 მიღება
03.06.2019 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
გეოგრაფიული ობიექტი
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ადმინისტრაციული ერთეული, ესა თუ ის ზონა,  წყარო, მოედანი, გამზირი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო,  შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი
მუხლი 2
სატრანსპორტო სისტემის ობიექტი
სატრანსპორტო სისტემის ხაზოვანი ობიექტი, სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი (პავილიონი, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, სატრანსპორტო კვანძი, საწყალოსნო ტრანსპორტის ნავმისადგომი) და გარე ტრანსპორტის ლოკალური ობიექტი (ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, სადგური, პლატფორმა, აეროდრომი)
მუხლი 2
სახელდება
ამ  წესის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონეთათვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა
მუხლი 2
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე
პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2019 წლის 22 მარტი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის  შესაბამისად,  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და  პროცედურებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ობიექტი – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ადმინისტრაციული ერთეული, ესა თუ ის ზონა,  წყარო, მოედანი, გამზირი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო,  შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი; ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – სატრანსპორტო სისტემის ხაზოვანი ობიექტი, სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი (პავილიონი, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, სატრანსპორტო კვანძი, საწყალოსნო ტრანსპორტის ნავმისადგომი) და გარე ტრანსპორტის ლოკალური ობიექტი (ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, სადგური, პლატფორმა, აეროდრომი); გ) სახელდება – ამ  წესის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონეთათვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა; დ) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში. მუხლი 3🔗. სახელდების პრინციპები ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია: ა) ისტორიული ტოპონიმიის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს; ბ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა; გ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების ხელშეწყობა; დ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა; ე) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე; ვ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს; ზ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. მუხლი 4🔗. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება 1. სახელი ენიჭება: ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს; ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს. 2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან. 3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს (მაგ: 9 აპრილის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა და სხვა), ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს (მაგ: თავისუფლების მოედანი და სხვა), მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის  დასახელებას და სხვა. 4. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება. 5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე არასახელმწიფო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში არასახელმწიფო ენაზე მითითებული სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახული) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ანბანით). 6. დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე მუნიციპალიტეტის ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს. 7. გეოგრაფიულ ობიექტს შეიძლება დაერქვას მისი პირველად აღმომჩენის, დამაარსებლის და შემსწავლელ-ამთვისებლის სახელი. მუხლი 5🔗. გეოგრაფიული ობიექტებისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან   გადარქმევა გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა ხორციელდება   იმ შემთხვევაში, თუ: ა) მუნიციპალიტეტში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს; ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია; გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება; დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას; ე) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა; ვ) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები; ზ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნიათ; თ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან კატეგორია; ი) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთ ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის აუცილებლობას. მუხლი 6🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები 1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ხობის  მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული  სახელდებისას, მათი სახელები და გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიც არის: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“). 3. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება, მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ. „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“). 4. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ. „მეფე დემეტრე თავდადებული“). 5. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ. „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ. „26 მაისის მოედანი“). 6. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, კვანძების, გადასაჯდომი სადგურებისა თუ ტერმინალების დასახელებები დაკავშირებული უნდა იყოს მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან. 7. საქალაქო ტრანსპორტის ერთსა და იმავე თუ სხვადასხვა სახეობის მარშრუტების გადაკვეთაზე არსებულ გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებს, გადასაჯდომ სადგურებს თუ ტერმინალებს უნდა  ჰქონდეთ იდენტური დასახელება. 8. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ. დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხს და გასასვლელს. 9. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები. 11. ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ, შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას. მუხლი 7🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების შეზღუდვა 1. დაუშვებელია ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას ისეთი სახელების გამოყენება, რომლებიც: ა) აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის მიხედვით; ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. 2. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ. „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“). 3. დაუშვებელია ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება სხვა, იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას. 4. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება. 5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, ხობის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ ამ წესის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით. მუხლი 8🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. 2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია: ა) მუნიციპალიტეტის მერი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; გ) დასახლების საერთო კრება; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს: ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება; ბ) გეოგრაფიული ობიექტის აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა); გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ; დ) შესაბამისი კომისია ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა (გეოგრაფიული ობიექტის XY კოორდინატები  WGS 84 კოორდინატთა სისტემაში–არსებობის შემთხვევაში; საკადასტრო მონაცემები; ორთოფოტო; დაინტერესებულ პირთა ხელმოწერები). 5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისია. განხილვისას კომისია იყენებს ოფიციალურ კარტოგრაფიულ და საცნობარო გამოცემებს, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონებს, ენციკლოპედიურ ლიტერატურას, წერილობით ისტორიულ და სხვა წყაროებს. 6. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესწავლის პროცესში მართავს კონსულტაციას და საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, განხილვის შედეგები ფორმდება ოქმით. განხილვის შედეგების შესაბამისად კომისია ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე. 7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის  კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. 8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩის, პროსპექტის (გამზირი), ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, მოედნის, სკვერის, ბულვარის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში, მისამართების გეოინფორმაციული პორტალის მეშვეობით, გეოგრაფიული ობიექტების მონიშვნისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, არეგისტრირებს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დადებითი დასკვნა; ბ) გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე ინიციატივა და მასზე თანდართული დოკუმენტები; გ) მოსახლეობასთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები; დ) საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განცხადების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციის შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში-სამთავრობო კომისია). მიმართვაში ასახული უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციის ნომერი. 10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტარციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისა და წყაროს სახელდებას, აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკითხი, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად არ აისახება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში. ამ შემთხვევაში სამთავრობო კომისიისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვას თან უნდა დაერთოს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი; გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით; დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია. 11. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულების სახით, საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 12. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). 13. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი, მიღებიდან 10 დღის ვადაში, ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 14. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ქვეყნდება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.