„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №61/ნ |
|
2019 წლის 26 მარტი ქ. თბილისი |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების“:
1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმებზე დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი და ფილმის დასრულების შემდეგ აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება 1. პროდიუსერი ვალდებულია ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმის დაფინანსების კონკურსზე ალტერნატიული დაფინანსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინოს შემდეგი სახით:
2. იმ შემთხვევაში, თუ ფილმის წარმოებაში მონაწილე მხარე, ასევე წარმოადგენს დისტრიბუტორს ან გაყიდვების აგენტს ან იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორისა ან გაყიდვების აგენტის ფუნქციას ახორციელებს კომპანია, რომელიც ერთობლივი ნამუშევრის (კოპროდუქციის) წარმოებაში მონაწილე კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, დისტრიბუტორის მიერ განხორცილებული წინასწარი შესყიდვა (მინიმალური გარანტია -MG) დადასტურებული შეიძლება იქნეს მხოლოდ საბანკო გარანტიის სახით. 3. მხარეებს შორის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის არ არის გრძელვადიანი, შედგენილი (დათარიღებული) უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე კინოცენტრში განაცხადის შემოტანამდე. 4. უცხოელი კოპროდიუსერის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდი, ან ტელევიზია ან დისტრიბუტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. 5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროექტს, რომლის უცხოელი კოპროდუსერების თითოეულ მხარეს უკვე მოპოვებული აქვს დაფინანსება ფილმის საერთო ბიუჯეტში საკუთარი შენატანის 50%-ის ოდენობით, რაც დასტურდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისი დოკუმენტაციით. 6. ფილმის დასრულების შემდეგ კოპროდუქციაში მონაწილე უცხოელ კოპროდიუსერებს ეკისრებათ ვალდებულება წარუდგინონ ქართველ პროდიუსერს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა საკუთარ შენატანზე ფილმის ბიუჯეტში, ხოლო ქართველმა პროდიუსერმა, ფილმის დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს კინოცენტრში, როგორც საკუთარ შენატანზე, ასევე თითოეული კოპროდიუსერის მიერ განხორცილებულ შენატანზე ლიცენზირებული აუდიტის დასკვნები.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი კინოცენტრის საკონკურსო დებულებას შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.“. |
|