საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუდმივმოქმედი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოს - სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-27/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016596
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2019
matsne.gov.ge 883 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 13.12.2016 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 93% 13.09.2022 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 92% 23.09.2014 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 26.03.2021 ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 27.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუდმივმოქმედი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოს - სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-27/ნ 2019 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუდმივმოქმედი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოს – სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2, მე-3, მე-6 და 21-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნას მუდმივმოქმედი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო – სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო და დამტკიცდეს მისი დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუდმივმოქმედი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოს - სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკოორდინაციო საბჭო შექმნილია სამინისტროს კომპეტენციის სფეროში წარმოშობილი/მდგარი ამოცანების/გამოწვევების დროული და ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად. 2. თავისი საქმიანობისას საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით,  საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. სააკორდინაციო საბჭოს შემადგენლობა 1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ: ა) საკოორდინაციო საბჭოს მუდმივი წევრები: ა.ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; ა.ბ) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – საკოორდინაციო  საბჭოს წევრები; ა.გ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის) ხელმძღვანელები და სამინისტროს სსიპ-ის ხელმძღვანელები – საკოორდინაციო  საბჭოს წევრები. ბ) საკოორდინაციო საბჭოს არამუდმივი წევრები 2. საკოორდინაციო საბჭოს და სამდივნოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 3🔗. სააკორდინაციო საბჭოს ამოცანები 1. საკოორდინაციო საბჭო არის სამინისტროში შექმნილი უმაღლესი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც თვალყურს ადევნებს სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებას შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებისას და ხელს უწყობს ამ სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მდგრადობას. 2. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სამინისტროს სისტემის სწორი და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ღონისძიებების შემუშავება და/ან ამ ღონისძიებათა განხორციელების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; ბ) სფეროს ძირითადი მარეგულირებელი პოლიტიკის გადახედვის მიზანშეწონილობის განსაზღვრა, პოლიტიკის იმპლeმენტაციის პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი; გ) შესაბამისი დარგის განვითარებისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) სამინისტროს სისტემაში საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ამ მიზნით ნებისმიერ დარგში ამა თუ იმ საკითხზე წარმოშობილ შემთხვევებსა და/ან მოსალოდნელ რისკებზე შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების შემუშავება; ე) სამინისტროს სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების, გამოწვევების მართვა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა, პოლიტიკის იმპლემენტაციის პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ვ) სხვა საკითხები, რომელიც უკავშირდება სამინისტროს სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას და არ განეკუთვნება სამინისტროს სხვა სათათბირო ორგანოს (კომისია, საბჭო, ჯგუფი) კომპეტენციას.  მუხლი 4🔗. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია: ა) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს რეკომენდაციები და მითითებები (მათ შორის  კანონმდებლობის ცვლილების, სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვისა და სრულყოფის მიზნით); გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 2. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ დებულებით, წყვეტს საკოორდინაციო საბჭო. მუხლი 5🔗. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები 1. საკოორდინაციო საბჭო, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ხმათა უმრავლესობით ქმნის სამუშაო ჯგუფებს. საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტ(ებ)ი. 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. 3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, სამუშაო ჯგუფისათვის დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო. მუხლი 6🔗. საკითხის ინიციiრება და საკოორდინაციო საბჭოს მოწვევა 1. საკოორდინაციო საბჭოზე საკითხის ინიცირების უფლება აქვს თემის/დარგის კურატორ მინისტრის მოადგილეს ან იმ სსიპ-ის ხელმძღვანელს, რომელსაც არ ჰყავს საკითხის/თემის კურატორი მინისტრის მოადგილე. 2. საკითხის ინიცირება ხდება მოხსენებითი ბარათის მეშვეობით, უშუალოდ საკითხის/დარგის კურატორი დეპარტამენტის ვიზირებით, როდესაც მისი განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება აღემატება დეპარტამენტის/თემის კურატორი მინისტრის მოადგილის კომპეტენციის ფარგლებს. 3. საკითხის ინიციiრებისას განისაზღვრება საბჭოს  მოწვევის მიზეზი და მიზანი, საკითხის განხილვის ალტერნატიული გზები და შესაბამისი გადაწყვეტის ალტერნატივები. 4. მოხსენებითი ბარათის მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საკითხის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში განსახილველად საბჭოს წევრებისთვის დაგზავნას და საბჭოს მოწვევის/ჩატარების შესახებ საბჭოს წევრების ინფორმირებას, არანაკლებ საბჭოს ჩატარების/მოწვევის თარიღამდე 3 სამუშაო დღით ადრე. მუხლი 7🔗. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია 1. საკოორდინაციო საბჭოს  ხელმძღვანელობს და წარმართავს მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე. 2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც განისაზღვრება უფლებამოსილების გადანაწილების შესახებ შესაბამისი ბრძანებით. 3. საკოორდინაციო საბჭო,  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილებებს იღებს რეკომენდაციებისა და მითითებების სახით, რომელთაც, ამ დებულებით დადგენილი წესით, ხელს აწერს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. 4. საბჭოს გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნეს საბჭოს სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ. 5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს მუდმივი წევრების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკითხი  მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევ­­რთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ დამსწრე შემადგენლობის ნახე­ვრისა. 6. სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს  სხდომის თავმ­­ჯ­დო­მარის ხმა. 7. საბჭოს გადაწყვეტილება არ არის ადმინისტრაციული აქტი. მუხლი 8🔗. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო 1. საკოორდინაციო საბჭოსთან იქმნება საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, რომელსაც მართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. 2. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საკოორდინაციო საბჭოს.