„გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№239
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

  დადგენილება №239

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №97, მუხლი 1095) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესებისა და პირობების მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციებით:

„4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არ არიან განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში, ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.

5. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან, რომელთა საწარმოებიც აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, ხოლო იმ საწარმოებიდან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.

6. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.“.

2. დადგენილების №1, №2 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციებით.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 „დანართი №1

სეს ესნ

კოდი

დასახელება

1

2

01 ჯგუფი

ცოცხალი ცხოველები

0101

ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა

0102

მსხვილფეხა პირუტყვი

0103

ღორი

0104

ცხვარი და თხა

0105

შინაური ფრინველი ანუ GALLUS DOMESTICUS (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი

0106

სხვა ცხოველები

02 ჯგუფი

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

0201

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული

0202

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული

0203

ხორცი ღორის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0204

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0205

ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული

0206

კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0207

ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული

0209 00

ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

05 ჯგუფიდან

 

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0505

ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები

0511

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი

 

41 ჯგუფიდან

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი

 

4101

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტყვის ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით, ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი

4102

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერ-ვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

4103

 

სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

 

95 ჯგუფიდან

სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები

9508

ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონისა და მოძრავი თეატრის ცხოველები

 

  დანართი №2

 

სეს ესნ

კოდი

დასახელება

1

2

01 ჯგუფი

ცოცხალი ცხოველები

0101

ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა

0102

მსხვილფეხა პირუტყვი

0103

ღორი

0104

ცხვარი და თხა

0105

შინაური ფრინველი ანუ GALLUS DOMESTICUS (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი

0106

სხვა ცხოველები

02 ჯგუფი

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

0201

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული

0202

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული

0203

ხორცი ღორის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0204

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0205

ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული

0206

კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0207

ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული

0209 00

ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

03 ჯგუფი

 

თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები

0301

ცოცხალი თევზი

04 ჯგუფი

რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0407 00

ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული

0408

ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, ფორმირებული, გაყინული ან სხვა სახით დაკონ-სერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

05 ჯგუფიდან

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0505

ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები

0510 00 000 00

ამბრა, რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ცოფის ბუზი, ნაღველი, მათ შორის, გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენებიან ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინუ-ლი ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის

0511

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი

10 ჯგუფი

პურეული მარცვლოვნები

1001

ხორბალი და მესლინი (საფურაჟე)

1002 00 000 00

ჭვავი (საფურაჟე)

1003 00

ქერი (საფურაჟე)

1004 00 000 00

შვრია (საფურაჟე)

1005

სიმინდი (საფურაჟე)

1006

ბრინჯი (საფურაჟე)

1007 00

სორგო მარცვლოვანი (საფურაჟე)

1008

წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; სხვა მარცვლეული (საფურაჟე)

12 ჯგუფიდან

ზეთოვანი მცენარეების თესლი და ნაყოფი; სხვა თესლი, ნაყოფი და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი

 

1213 00 000 00

ჩალა და ბზე მარცვლეულისა, დაუმუშავებელი, დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი, გალეწილი ან გაულეწავი, დაპრესილი ან გრანულების ფორმით

1214

თალგამურა, ჭარხალი საფოთლე (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, გრანულირებული ან არაგრანულირებული

23 ჯგუფიდან

კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისათვის

2301

ფქვილი, წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცის ან ხორცის სუპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისგან, საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი; ხოხოზიკები

2302

ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვანების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით დამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული

30 ჯგუფიდან

ფარმაცევტული პროდუქცია

3002

სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები (ანტიშრატები) და სისხლის სხვა ფრაქციები და მოდიფიცირებული იმუნოლოგიური პროდუქტები, მათ შორის, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუვრების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები (3002 10 950, 3002 20 000 და 3002 90 100 ქვესუბპოზიციის საქონლის გარდა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი)

41 ჯგუფიდან

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი

4101

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტყვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი

4102

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

4103

სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

95 ჯგუფიდან

სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები

9508

ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონისა და მოძრავი თეატრის ცხოველები

დანართი №3

 

 სეს ესნ

 კოდი

დასახელება

1

2

ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები

 და მცენარის სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი

0601

ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭაჭას მცენარეები და ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა

0602

დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი

 

ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფები

და ბოლქვნაყოფები

 

0701

კარტოფილი, ახალი

0703

ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

0713

პარკოსანი ბოსტნეული, ხმელი, დაჩურჩული, სათესლე, ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი

0714

მანიჰოტი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი, და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად

 

ჯგუფი 08. საჭმელი ხილი და კაკალი; ციტრუსოვანების ან ნესვების

კულტურების ქერქი და კანი

 

0805

ციტრუსები, ახალი ან ხმელი

0806

ყურძენი, ახალი ან ხმელი

0807

ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი

 

ჯგუფი 10. მარცვლოვანები

 

1001

ხორბალი და მესლინი

1002 00 000 00

ჭვავი

1003 00

ქერი

1004 00 000 00

შვრია

1005

სიმინდი

1007 00

სორგო მარცვლოვანი

 

ჯგუფი 11. ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო;

სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა

 

1101 00 110 00

1101 00 150 00

ფქვილი ხორბლის

1101 00 900 00

ხორბალ-ჭვავის ფქვილი

1102

დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა

1103

ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები

1104

მარცვლოვანების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვანების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული

ჯგუფი 12. ზეთოვანი თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები; ნაყოფები

 და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი

1204 00

თესლი სელისა, დაუმსხვრეველი

1205

თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი

1206 00

თესლი მზესუმზირასი, დაუმსხვრეველი

 1207

თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი

1209

თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად

ჯგუფი 17. შაქარი და შაქრის საკონდიტრო ნაწარმი

1701

ლერწმის ან ჭარხლის შაქარი და ქიმიურად სუფთა საქაროზა, მყარ მდგომარეობაში

ჯგუფი 44. მერქანი და მისი ნაწარმი; ხის ნახშირი

კოდის გარეშე

ნიადაგი ნებისმიერი სახით

კოდის გარეშე

ცოცხალი მწერები სამეცნიერო მიზნებისათვის

კოდის გარეშე

ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ცოცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები სამეცნიერო მიზნებისათვის

“.