საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/4/1344 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 07.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/4/1344
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016383
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2019
matsne.gov.ge 771 სიტყვა · ~4 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუშვებლად აცხადებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდა სასამართლოს განაჩენი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 14.02.2020 საქართველოს მოქალაქე ირაკლი არველაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 04.10.2018 გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 10.10.2019 თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 17.12.2019 დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 05.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/4/1344 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის  საოქმო ჩანაწერი №2/4/1344  2019 წლის 7 მარტი ქ.  ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; მანანა კობახიძე – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96​1 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით.“ და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 18 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1344) მიმართა ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 27 აგვისტოს. №1344 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 7 მარტს. 2.№1344 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96​1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, ხოლო ამავე კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სამართალდარღვევად მიჩნეულია სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა. თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96​1 მუხლის მე-2 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამავე მუხლების პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით. 4. №1344 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. 5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს და იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისას მათ მიმართ დაწესებული დიფერენცირებული სანქცია არის დაუსაბუთებელი. შესაბამისად, არ არსებობს ის საჯარო ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა დიფერენცირებულ მოპყრობას. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლს. II სამოტივაციო ნაწილი 1. №1344 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია. 2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. 3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1344 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  ადგენს: 1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1344 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96​1 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით.“ და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე. 2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. 3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში ირინე იმერლიშვილი მანანა კობახიძე თამაზ ცაბუტაშვილი