„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
- შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ 27.03.2014
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №147 |
|
2019 წლის 26 მარტი ქ. თბილისი |
„1. საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვის უფლება აქვთ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს უშუალოდ ან სხვა ნებისმიერ პირს. შეწყალების თხოვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რის შემდეგაც შეწყალების თხოვნა გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ სამსახურს (შემდეგში – სამსახური).
2. შეწყალების თხოვნის დარეგისტრირებიდან ერთ თვეში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო დოკუმენტების გამოთხოვას, რომელთა საფუძველზეც ადგენს შესაბამის საინფორმაციო ცნობას და ამზადებს შეწყალების საქმეს კომისიის სხდომაზე განსახილველად.
3. დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე სამსახურის თხოვნის მიღებიდან ორ კვირაში შესაბამისი უწყება უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის სამსახურში გადაგზავნას. ამასთან, მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის გადაწყვეტამდე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური ღონისძიების, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-76-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამსახურს.
4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის შეწყალების საქმე, რომელიც სამსახურის მიერ მომზადებულია ამ მუხლით დადგენილი წესით.“;
„8. სამსახური კომისიას წარუდგენს ინფორმაციას იმ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლებიც ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებიან შეწყალებას.
9. სამსახური კომისიის რეკომენდაციებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.
„2. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულების თაობაზე ინფორმაციას სასჯელის აღმასრულებელი ორგანო უგზავნის სამსახურს.“.
|