შპს „მისო მო მანი კრედიტ“-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №648
2019 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
შპს ,,მისო მო მანი კრედიტის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ მე-7 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ეთანხმება შპს „მისო მო მანი კრედიტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: №404893451) ლიკვიდატორის 2019 წლის 19 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოტანილ განცხადებას და თანხმობას აცხადებს, რომ ლიკვიდატორმა სასამართლოში შეიტანოს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ.
2. აღნიშნული განკარგულება გამოცემიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბაკის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (www.matsne.gov.ge).
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა