„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40-26
სარეგისტრაციო კოდი
300130000.35.101.016594
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40-26

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის № 17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის № 17-55 დადგენილების დანართი 1-ით დადგენილ წესში (სსმ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300130000.35.101.016056)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე პუნქტი:

„41. დიდტანიანი ხე – ხე, რომლის დიამეტრი აღემატება 25 სმ-ს.“.

2. 211  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 211. დიდტანიანი ხის გადარგვის წინაპირობები

1. ამ წესის 21-ე მუხლის საფუძველზე დიდტანიანი ხის გადარგვა დაიშვება, თუ:

ა) ხე არის საღი და კარგად განვითარებული;

ბ) ხე არ არის წვერხმელი;

გ) ხის ვარჯში ხმელი ტოტების რაოდენობა არ აღემატება 10-15%-ს;

დ) ხის მერქნის ბოლო წლების საშუალო შემატება არ არის მოცემული სახეობის საშუალო წლიურ შემატებაზე ნაკლები;

ე) ხის დიამეტრი აღემატება 25 სმ-ს.

2. ამ წესის 21-ე მუხლის საფუძველზე დიდტანიანი ხის გადარგვა დაუშვებელია, თუ:

ა) ხე არის წვერხმელი ან/და ხმობადი;

ბ) ხეს გააჩნია გულის სიდამპლე ან არის დაავადებული;

გ) ხე არის ხნიერი და ზრდაში შესუსტებული;

დ) ხეს აქვს დაგრეხილი ღერო;

ე) ხის ვარჯი ცალმხრივად არის განვითარებული;

ვ) სწრაფმზარდი სახეობების (ვერხვი, აკაცია, ტირიფი) მწიფე და გადაბერებული ინდივიდებისათვის, რომელთა საამორტიზაციო ხნოვანება 40-50 წელია;

ზ) ხეს აქვს მექანიკურად დაზიანებული ფესვის ყელი და ღერო;

თ) ხე, რომელის რიზოსფერო (კომის დიამეტრიდან გამომდინარე) 1,5-2,0 მეტრით ემიჯნება შენობა-ნაგებობას;

ი) ხე, რომლის ფესვთა სისტემა განვითარებულია დედა ქანის ბზარებსა და ნაპრალებში.“.

3. 211 მუხლის შემდეგ დაემატოს 212  მუხლი:

„მუხლი 212 . 25 სმ ან ნაკლები დიამეტრის მქონე ხის გადარგვა

25 სმ ან ნაკლები დიამეტრის მქონე ხის გადარგვის თაობაზე  სამსახური გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.03.2019.
როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.03.2019. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №40-26. სარეგისტრაციო კოდი — 300130000.35.101.016594.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №40-26, 29.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016594 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4520709/