,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31-იანვრის №-01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №09 |
|
2019 წლის 28 მარტი დაბა ლენტეხი |
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 იანვრის №01 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.115.016280, 06/02/2019 წ.) შემდეგის მიხედვით:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 3. დადგენილებას დაემატოს მუხლი 11 შემდეგი რედაქციით: „მუხლი11 1.დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. 2. „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის მიხედვით. დანართი №1 მუხლი 1. „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების, კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებისათვის თვეში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებში, კომისიების სხდომებისა და დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება.
1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს ყოველი თვის 1 (პირველი რიცხვიდან) თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (დანართი №2) 3. საკრებულოს წევრის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით. 4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. 5. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეულ სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი. მუხლი 3. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა: 1. საკრებულოს წევრის მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სამსახურის მეშვეობით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს თვეში ერთხელ.
დანართი №2 „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემები.
“. |
|