ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცდების შესახებ“ №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.141.016286
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2019 წლის 28 მარტი

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცდების შესახებ“ №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცდების შესახებ“ №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016282) შეტანილი შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების დანართის პირველი მუხლის 2.1.6. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2.1.6. შშმ ბავშვის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურებისთვის მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა“.

ბ) დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე“;

გ) დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე“.“

დ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.მე-4 ახალშობილის შემდგომი ყოველი ახალშობილისთვის 300 (სამასი) ლარით მეტი“;

ე) დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 3.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ან ოჯახის წევრის ანგარიშზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე“;

ვ) დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 3.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„3.3. დახმარების ოდენობის განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე“;

ზ) დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 13.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13.3. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებიდან, ან/და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე“;

თ) დადგენილების დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება, მერთან შეთანხმებით.

2.მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება პასუხისმგებელია ყველა სახის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ დამუშავებაზე“.

ი) დადგენილების დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება (შემდეგ – განყოფილება)“.

კ) დადგენილების დანართის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ამ წესით გაუთვალიწინებელ შემთხვევებში(უბედური შემთხვევა, სტიქიური უბედურება და სხვა) გადაუდებელი აუცილებლობისას, ერთჯერადი ფულადი დახმარება და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება შეიძლება გამოყოფილ იქნეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის – ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მიუხედავად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან