⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2019
ძალის დაკარგვა 01.04.2020
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.142.016231
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 501 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2019 მიღება
01.04.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
2 დანარჩენი დასახლებებისათვის (სოფლებისთვის)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის  დასახელება ქონების გადასახადის განაკვეთი ( ლარი/ჰა )
სახნავები   და საკარმიდამო სათიბები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 76
ზონების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2019 წლის 28 მარტი ქ. ნინოწმინდა ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის   24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 201-206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი  განაკვეთების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის  №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  11/04/2018,  200130000.35.142.016205). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.. საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. მუხლი 4🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე): ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის  დასახელება ქონების გადასახადის განაკვეთი ( ლარი/ჰა ) სახნავები   და საკარმიდამო სათიბები საძოვრები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 76 20 16 მუხლი 5🔗 ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის  წლიური განაკვეთია ამ დანართის მე-4 მუხლით დადგენილი შესაბამისი ოდენობა. მუხლი 6🔗 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 7🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):    № ზონების დასახელება ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი 1მ​2–ზე (ლარებში) წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ​2–ზე (3 x  4) 1 2 3 4 5 ქალაქის მიწებისთვის 0,55 0,24 0,132 2 დანარჩენი დასახლებებისათვის (სოფლებისთვის) 0,35 0,24           0,084 მუხლი 8🔗 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით. მუხლი 9🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის, „ჰ​2“, „ჰ​6“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს: 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი; 2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 1500 კვადრატულ  მეტრს; 3. ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; 4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).