შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2018
ძალაში შესვლა 01.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №12/7
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016572
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2019
matsne.gov.ge 508 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2018 მიღება
01.04.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 10.05.2021 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 06.11.2013 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 07.03.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 18.07.2016 „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 10.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავრობა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი); მიზნად ისახავენ რა ხელი შეუწყონ თავიანთ ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს, სურთ   რა,   გაამარტივონ   თითოეული   ხელშემკვრელი   მხარის   მოქმედი   ორდინალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი სახელმწიფოების   ტერიტორიაზე მიმოსვლა, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს და სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ სერბეთის რესპუბლიკის მოქმედ ორდინალურ პასპორტებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, დატოვების ან ტრანზიტით გავლის დროს თავისუფლდებიან ვიზის მიღების ვალდებულებისგან მათი შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა 180 (ასოთხმოცი) დღის განმავლობაში. მუხლი 2🔗 წინამდებარე შეთანხმების 1-ლ მუხლში მითითებული ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, დატოვონ ან ტრანზიტით გაიარონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია მგზავრთა საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული  ნებისმიერი  სასაზღვრო  გამტარი  პუნქტის  გავლით  და  მათ  მოეთხოვებათ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი რეგულაციების შესაბამისად აუცილებელი პროცედურების გავლა. მუხლი 3🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან იმ სახელმწიფოს მოქმედი კანონები და რეგულაციები, რომლის ტერიტორიაზეც ისინი იმყოფებიან, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული იმ საერთაშორისო შეთანხმებებით, რომლის წევრიც არის ორივე სახელმწიფო. მუხლი 4🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს არცერთი ხელშემკვრელი მხარის უფლებას, უარი უთხრან მათ ტერიტორიაზე შესვლასა ან დარჩენაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ არასასურველად, მიზეზების აუხსენლად. მუხლი 5🔗 თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს ამ შეთანხმების გამოყენება ნაწილობრივ ან მთლიანად, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ წინასწარ წერილობით დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს შეთანხმების შეჩერების, ასევე, ამგვარი შეჩერების გაუქმების შესახებ განზრახვის თაობაზე. მუხლი 6🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები  დიპლომატიური  არხების საშუალებით გაცვლიან წინამდებარე შეთანხმების 1 მუხლში აღნიშნული პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა. 2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების განმავლობაში, თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით მისი ორდინალური  პასპორტების  ნიმუშში  ნებისმიერი  ცვლილების  შეტანამდე  30  (ოცდაათი) დღით ადრე და მიაწოდოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ახალი ორდინალური პასპორტების ნიმუშები. მუხლი 7🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. 3. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. 4. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 8🔗 იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა მოქალაქეებისათვის მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აწესებს ამ ხელშეკრულებისაგან განსხვავებულ, უკეთეს პირობებს, გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები. შესრულებულია ქ. ბელგრადში, 2018 წლის 7 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სერბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)