თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2019 წლის 29 ამრტი ქ. თელავი |
„10. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების დაფინანსებას 0-1 წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს. ქვეპროგრამაში ვერ ჩაერთვებიან ოჯახები, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაცემული კვების ვაუჩერით.
ქვეპროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 (ორი) თვეს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დაფინანსება 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის მიერ შევსებული მომართვის ფორმა;
ა.ბ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
ა.გ) განმცხადებლის (ერთ-ერთი მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.ე) ფორმა NIV-100/ა, სადაც აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბავშვს ესაჭიროება ხელოვნური კვება;
ა.ვ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა).“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტთა სამედიცინო მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსებას. სარგებლობა შეუძლიათ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს. ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამდენჯერმე, სხვადასხვა სახის სამედიცინო (სტაციონარული, ოპერაციული ან/და ამბულატორიული) მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დასაფინანსებლად;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეპროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;
ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია .“
|