„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016385
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2019 წლის 1 აპრილი

აბაშა

 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის   სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016352) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება;

გ) კეთილმოწყობის განყოფილება.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო  საქმიანობის განყოფილება

1. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა  და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

გ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;

დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;

თ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ი) საქმის წარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე  სამართლებრივი აქტების შემუშავებას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას  დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  მუხლი:

„მუხლი 51. კეთილმოწყობის განყოფილება.

1. კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემების განვითარებას;

გ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;

დ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;

ე) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;

ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15  აპრილიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.04.2019.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.04.2019. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.110.016385.
რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7, 01.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016385 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4524297/