„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016388
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2019 წლის 1 აპრილი

აბაშა

 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016302) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებები:

1. სამსახურის ფუნქციებია:

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დასახული ძირითადი პრიორიტეტებისა და მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია. ადამიანისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა და პროგრამების შემუშავება, მონიტორინგი;

გ) სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

დ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების   შემუშავება და განხორციელება;

ე) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება;

ვ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა;

ზ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

თ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა;

ი) სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

კ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მიზნობრივი ჯგუფების (უმუშევრები, პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მრავალშვილიანები, ვეტერანები, დევნილები და სხვა) საჭიროებების შესწავლა, მათზე შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება, სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ვეტერანთა საქმეებზე საინფორმაციო ბაზის წარმოება, მათი სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და  გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება, კოორდინაცია;

მ) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ნ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზაცია, მათი პრობლემების, სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა, დასკვნებისა და წინადადებების წარმოდგენა. მათი უფლებების დაცვა;

ო) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიური იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება;  

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება;

ჟ)  ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამისი რეაგირება;

რ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების  თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა;

ს) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;

ტ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალურ მუშაობის ჩატარება;

უ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სოციალური სერვისების განყოფილება.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  მუხლი:

„51  მუხლი. სოციალური სერვისების განყოფილების  ფუნქციები:

ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების იდენტიფიცირება;

ბ) მათი საჭიროებების განსაზღვრა-შეფასება;

გ) ბენეფიციართა ჩართვა მუნიციპალიტეტის შესაბამის სოციალური მომსახურებებში;

დ) ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის გამოვლენა და  მასზე რეაგირება არსებული რეფერალური პროცედურების შესაბამისად;

ე) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)  პროცედურების შესაბამისად ამ პროცედურებში მონაწილე სხვა სუბიექტებთან კოორდინირება;

ვ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისთვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება/კონსულტირება;

ზ) ბენეფიციართა მონაცემების ბაზის წარმოება და შესაბამისი სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

თ) ბენეფიციართა კმაყოფილების და მომსახურების ზეგავლენის შეფასება ინსტრუმენტის – მომსახურების ზეგავლენის შეფასების კითხვარი – საშუალებით დადგენილ პერიოდულობით;

ი)შეფასების შედეგების ანალიზი/რეკომენდაციები სოციალური პროგრამების განვითარების/მოდიფიკაციის მიზნით;

კ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების გატარება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15  აპრილიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.04.2019.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.04.2019. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.110.016388.
რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №10, 01.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016388 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4524423/