⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტატისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2019
ძალაში შესვლა 15.04.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016390
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 528 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2019 მიღება
15.04.2019 ძალაში შესვლა
01.01.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტატისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2019 წლის 1 აპრილი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტატისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტატისტიკის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №18 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15  აპრილიდან.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი დანართი აბაშის  მუნიციპალიტეტის მერიის სტატისტიკის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის სტატისტიკის სამსახური 1. მერიის სტატისტიკის  სამსახურის დებულება შემუშავებულია საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  და „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს სამსახურის სტატუსს, მის ფუნქციონირებას, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. 2. მერიის სტატისტიკის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტატისტიკის წარმოებას. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის  ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახური შედგება  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის  უფროსისა  და საჯარო მოხელეებისგან 2. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სტატისტიკის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. სამსახურის მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. 5. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შესახებ საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, მომზადებას და დამუშავებას; ბ) მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით  მოსახლეობასთან შეხვედრების, საერთო კრებებში მონაწილეობის, სათანადო ინფორმაციების შეგროვებას, შეკრებას, დამუშავებას, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას; დ) მუნიციპალიტეტში  ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების  დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვების და  კვლევების ჩატარებას; ე) სტატისტიკური დაკვირვებებისა და კვლევების განხორციელებას; ვ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას, შესრულების ანალიზს და შესრულების მიმდინარეობაზე მერისთვის პერიოდიული ინფორმაციის მიწოდებას; ზ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას; თ) მუნიციპალიტეტის რესურსების შეფასების შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადებას; ი)  მუნიციპალიტეტის  ეკონომიკის დარგობრივი განვითარების სტატისტიკის წარმოებას და ანალიზს,  დასკვნებისა და წინადადებების შემუშავებას; კ) წლის შედეგების მიხედვით, განვითარების ყველა სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენას და მომდევნო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავებას, რისკების დადგენას და გათვალისწინებას  მომავალი წლისათვის; ლ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლების დადგენასა და ანალიზს; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებანი 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება  კანონმდებლობით  დადგენილი წესით.