„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №33, 14.03.2006, მუხ. 380) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს (გარდა თვითმმართველ ქალაქებში არჩეული მაჟორიტარი პარლამენტის წევრებისა) ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა 1070 ლარი, ხოლო თვითმმართველ ქალაქში არჩეულ მაჟორიტარ პარლამენტის წევრს – 1400 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სამუშაო ოთახებით უზრუნველყონ ის პარტიები (ბლოკები), რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს (გარდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პარტიებისა (ბლოკებისა)).“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№208–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №208. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №208, 15.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/45262/