პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასურის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 02.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №67/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017691
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის გასაზღვრის თაობაზე პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასურის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №67/ნ
2019 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასურის განსაზღვრის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს თანდართული პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასური.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასური
მუხლი 1🔗. საფასურის ოდენობები
1. იურიდიული პირისთვის პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) შესაბამისად განხორციელების უფლების მოპოვების საფასური თითოეული პროგრამისთვის შეადგენს 815 ლარს.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილების შესაბამისად, პროგრამის განხორციელების მიზნით, პროგრამის დადასტურების/ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საფასური თითოეული პროგრამისთვის შეადგენს 175 ლარს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის ოდენობები მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების ხარჯებს, საბჭოს წევრთა ჰონორარს, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს და დამატებული ღირებულების გადასახადს, ხოლო ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული საფასურის ოდენობა მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ასევე მონიტორინგის პროცესთან დაკავშრებულ ხარჯებსა და დამატებითი ღირებულების გადასახადს.
მუხლი 2🔗. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. ამ დანართით გათვალისწინებული საფასურები გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, თანხის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით.
2. ამ დანართით განსაზღვრული საფასურები სრულად ბრუნდება:
ა) ცენტრის მიერ განაცხადის განუხილველად დატოვების შემთხვევაში;
ბ) არაუგვიანეს, მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ცენტრის მიერ განაცხადის ფორმალური შესაბამისობის დადგენის ეტაპზე, იურიდიული პირის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოების შეწყვეტის შესახებ ცენტრისათვის წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მიერ წარმოების შეწყვეტის შესახებ ცენტრში წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენიდან/ცენტრის მიერ განაცხადის განუხილველად დატოვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.