„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივლისის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2019 წლის 3 აპრილი ქ. ოზურგეთი |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივლისის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2018 სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016359) და დადგენილების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ოდენობა დანართის №1-ის შესაბამისად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის: ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „5 1. დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დარიცხვის ალტერნატიული წესი ფაქტობრივად წარმოქმნილი ნარჩენის შესაბამისად ნარჩენების შეგროვების ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით, მოსაკრებლის ოდენობა ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ოდენობით.“; ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21.ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დარიცხვის წესის დადგენის, ტარიფის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის დარიცხვის პირველად დოკუმენტს წარმოადგენს ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრული შემოწმების აქტი.“. გ) მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებული იქნეს. 3. დადგენილების თანდართული ცხრილი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად: „დანართი №2
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის M = G X R M - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის. (ლარი); G - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); R - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).“.
4. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №3: „დანართი №3 შემოწმების აქტი ქ. ოზურგეთი შემოწმების თარიღი „___“________________“ 20___ წ. ___________________________________________________________________________________ (უფლებამოსილი ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები) __________________________________________________________________________________ (უფლებამოსილი პირი, თანამდებობა, სახელი, გვარი) მიერ შემოწმებული იქნა ___________________________________________________________ __________________________________________________________________________________ (ობიექტის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრვი მისამართი) ___________________________________________________________________________________ (შემოწმების საფუძველი) შემოწმებას ესწრებოდა _____________________________________________________________ (ობიექტის წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი) შემოწმებით დადგინდა: ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ სულ გადასახდელი თანხა თვეში :_____________________________________________ ლარი
შემოწმების აქტი შეადგინა: ________________________________ ______________________ (სახელი, გვარი)(ხელმოწერა)
აქტი შედგენილია ____ ეგზემპლარად ობიექტის წარმომადგენელი გაეცნო შემოწმების აქტს და ერთი ეგზემპლარი ჩაიბარა ________________________________ ______________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)“ |
|