1. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს რჩეული.
2. რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს, საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. რჩეულის კანდიდატად არ შეიძლება დასახელდეს ამ დებულების მე-16 მუხლით განსაზღვრული პირი.
3. რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის თაობაზე მერთან წერილობითი განაცხადის შეტანისა და მერიის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.
4. რჩეულის კანდიდატურის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მოწმდება მერის უფლებამოსილი პირის/სტრუქტურული ერთეულის მიერ 2 სამუშაო დღის ვადაში.
5. თუ დადგინდება, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა საერთო კრების წევრთა 5%-ზე ნაკლებია, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ პირს უარი ეთქმის რეგისტრაციაზე, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
6. მუნიციპალიტეტის მერია ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს ცნობა რჩეულის კანდიდიდატურის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
7. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი მოხელე რჩეულის კანდიდატურის რეგისტრირებული სიას წარუდგენს საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აცხადებს არჩევის პროცედურის დაწყებას.
8. რჩეულის კანდიდატად დასახელებულ კრების წევრს უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე და კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
9. რჩეულის არჩევნები ტარდება ღია ან ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, რომლის ფორმასაც ადგენს მუნიციპალიტეტის მერი.
10. ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს რჩეულის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.
11. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს ხმის დამთვლელი კომისია. კომისია შედგება კრებაზე დამსწრე 1 უხუცესი ქალი და 1 უხუცესი კაცი წევრისა და კრების მოდერატორისგან, კომისიას თავმჯდომარეობს კრების მოდერატორი.
12. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან შეუძლებელია დადგინდეს რომელ კანდიდატს მიეცა ხმა.
13. ხმის დამთვლელი კომისია განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის ოქმს საერთო კრებას აცნობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ნამდვილია, თუ ხელს აწერს კომისიის სამივე წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს ოქმს, თუ მიიჩნევს, რომ ოქმი არ ასახავს კენჭისყრის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურა არ შეესაბამებოდა წინამდებარე დებულებით დადგენილ პროცედურას ან/და არსებობს სხვა მიზეზი, რაც არჩევნების უკანონობაზე მიუთითებდა. ასეთ შემთხევაში კენჭისყრის პროცედურები ხელახლა ტარდება.
14. რჩეულად აირჩევა კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.
15. თუ არჩევნების შედეგების მიხედვით რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი შედეგები აჩვენა, არჩეულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე დარეგისტრირდა.
16. არჩევნებზე კანდიდატურის არდასახელება ან არჩევნების ჩაშლა არ იწვევს საერთო კრების უფლებამოსილების შეჩერებას ან შეწყვეტას. საერთო კრების შესაბამის სხდომას ბოლომდე უძღვება მოდერატორი.
17. საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში, არჩევნებზე კანდიდატურის არდასახელების ან არჩევნების ჩაშლის შემთხვევაში საერთო კრება უფლებამოსილია, დამსწრეთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, რჩეულის უფლებამოსილების შესრულება დაავალოს კრების მოდერატორს მისი თანხმობი