1. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი.

2. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს, აგრეთვე:

ა) შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული პირები საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში  –
„კოდექსი“) და ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

4. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომში –
„რჩეული“).

5. საერთო კრებას ჰყავს საერთო კრების მდივანი (შემდგომში –
„მდივანი“).

6. საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით პირის მონაწილეობის თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საკუთარ უფლებას ადასტურებს, შესაბამის დასახლებაში ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საერთო კრებაზე დამსწრე არანაკლებ 3 სრულუფლებიანი წევრის ხელმოწერილი სამეზობლო აქტით.

7. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობ