სს „ნინოს“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება სს „ნინოს“აქციონერთა საერთო კრების შესახებ
1. წინამდებარე განცხადებით გატყობინებთ „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრების თარიღს: კრება ჩატარდება 2019 წლის 24 აპრილს დღის 12.00 საათზე , შემდეგ მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ნინოშვილის ქ. № 8, „ფაბრიკის“ შენობა. „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი იქნება შემდეგი:
ა) „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის ცვლილება;
ბ) „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის არჩევა;
გ) „კომპანიის“ გარე აუდიტორის არჩევა.
2. კრების სააღრიცხვო თარიღია 2019 წლის 1 აპრილი კრებაში აქციონერის მონაწილეობის უფლება შესაძლოა შემოწმდეს 2019 წლის 14 აპრილიდან 10 დღის განმავლობაში „კომპანიის“ დამოუკიდებელი რეგისტრატორისთვის მიმართვის გზით (გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი):
სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელეფონი: 032-222-5351 ან 032-225-1560
3. გთხოვთ, დაესწროთ „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრებას. დღის წესრიგისა და შესაბამისი დოკუმენტების დეტალურად გასაცნობად, ასევე დღის წესრიგში შესატანი საკითხებისა და მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემთხვევაში წერილობით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. № 8, „ფაბრიკის“ შენობა. შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
ლევან ბერულავა
სს „ნინოს“ დირექტორი
2019 წლის 3 აპრილი