მომრიგებელი საბჭოს წევრთა დანიშვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/27656 -18
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2019 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ანნა ხვედელიანი
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
წარმომადგენელი – მაია ბარათაშვილი.
მოვალე – შპს „ენერჯი პაუერი“
დირექტორი – ზაზა ოსაძე.
წარმომადგენელი – დავით ბერძული.
კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი – ნინო სოხაშვილი.
2018 წლის 10 აგვისტოს შპს ,,ენერჯი პაუერის“ სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კომპანიის დირექტორმა ზაზა ოსაძემ და აღნიშნა, რომ შპს ,,ენერჯი პაუერი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს, თუმცა დღეისათვის კომპანიას შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და მისი აღდგენის პერსპექტივა არ არსებობს. საზოგადოებას ჰყავს მხოლოდ ერთი კრედიტორი - შემოსავლების სამსახური (სახელმწიფო ბიუჯეტი), თანხით - 345884,72 ლარი. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება, რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში მოვალე - შპს ,,ენერჯი პაუერ’’ -ი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით შპს „ენერჯი პაუერს“ (ს/კ(206246132) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და შპს ,,ენერჯი პაუერ’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს ,,ენერჯი პაუერ’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით აღიარებული იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორის – სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა 358002,33 ლარის (სამას ორმოცდათვრამეტიათას ორი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა მე- 4 რიგის მოთხოვნად.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო.
ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომრიგებელი საბჭო იქმნება კრედიტორთა პირველ კრებაზე, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად მომრიგებელი საბჭო შედგება სამი წევრისაგან, რომელთაგან ერთ წევრს ნიშნავს მოვალე, ხოლო მეორე წევრს ირჩევს კრედიტორთა კრება ხმების უბრალო უმრავლესობით. თუ კრედიტორთა კრება ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრის არჩევის თაობაზე, მაშინ მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრს დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე.
სასამართლო სხდომაზე მოვალე შპს „ენერჯი პაუერ’’-ის წარმომადგენელმა მომრიგებელი საბჭოს წევრად დაასახელა ქეთევან ქავთარაძე. ამასთან კრედიტორთა კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრის არჩევის თაობაზე. შესაბამისად თორნიკე ართმელაძე სასამართლომ დანიშნა მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრად, რასაც მხარი დაუჭირა კრედიტორმა.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრი შეირჩევა მოვალისა და კრედიტორების (ან მოსამართლის) მიერ გამწესებულ მომრიგებელთა შეთანხმებით.
მომრიგებელი საბჭოს წევრების ქეთევან ქავთარაძის და თორნიკე ართმელაძის მიერ მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრად დასახელებული იქნა ალექსანდრე ციცვიძე.
საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“32-ე მუხლის თანახმად მომრიგებელი საბჭო არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც იქმნება პარიტეტულ საწყისებზე და არსებითად აფასებს და წყვეტს მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს. მოვალის რეაბილიტაციის შემთხვევაში მომრიგებელი საბჭო ასევე განიხილავს რეაბილიტაციის გეგმას.
ამავე კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 15 დღის განმავლობაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დაადგინა :
1. მომრიგებელი საბჭოს წევრად დაინიშნოს ქეთევან ქავთარაძე (პ/ნ 01024078490).
2 . მომრიგებელი საბჭოს წევრად დაინიშნოს ალექსანდრე ციცვიძე (პ/ნ 54001054479).
3 . მომრიგებელი საბჭოს წევრად დაინიშნოს თორნიკე ართმელაძე (პ/ნ 37001055059).
4. მომრიგებელი საბჭო დამტკიცეს შემდეგი შემადგენლობით: ქეთევან ქავთარაძე (პ/ნ 01024078490), ალექსანდრე ციცვიძე (პ/ნ 54001054479) და თორნიკე ართმელაძე (პ/ნ 37001055059).
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.
6 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი .