1. უმაღლესი საბჭოს დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
2. უმაღლესი საბჭოს აპარატი სახელმწიფო დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
3. უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში დაუშვებელია, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით.
4. იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც აქვთ უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილების უფლება განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით.
5. უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა ასევე შესაძლებელია დაევალოს უმაღლესი საბჭოს აპარატის მანდატურს. მანდატურის პოზიციის შემოღებისა და რაოდენობის საკითხს წყვეტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უფლებამოსილებები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 150. უმაღლესი საბჭოს დაცვა
თავი XVII — უმაღლესი საბჭოს აპარატი და დაცვა
თავი XVIIIპასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის. უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 144. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენა
- მუხლი 145. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევის წესი
- მუხლი 146. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება
- მუხლი 147. უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
- მუხლი 148. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა
- მუხლი 149. დებულებები და წესები
- მუხლი 152. უმაღლესი საბჭოს წევრისთვის სანქციების შეფარდება
- მუხლი 153. პროტესტი პასუხისმგებლობის ზომაზე
- მუხლი 154. რეგლამენტის დარღვევები და სანქციები სხვა თანამდებობის პირის მიმართ
- მუხლი 155. ეთიკის საბჭო და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები
- მუხლი 156. გარდამავალი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 150, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-150/