1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ უმაღლესი საბჭოს აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2. კომიტეტის აპარატი:
ა) მონაწილეობს კანონპროექტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;
ბ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში არიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები.
4. კომიტეტის აპარატის უფროსი:
ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ახორციელებს კომიტეტის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას, კომიტეტის აპარატის მუშაკთა შორის ანაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია კომიტეტის აპარატისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებაზე, კოორდინაციას უწევს კომიტეტის აპარატსა და უმაღლესი საბჭოს აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობებს;
ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს.
5. კომიტეტის აპარატის სპეციალისტები:
ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე; მონაწილეობენ კანონპროექტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;
ბ) აღნუსხავენ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს;
გ) ასრულებენ კომიტეტის, კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის წევრთა და კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 46. კომიტეტის აპარატი
თავი V — უმაღლესი საბჭოს კომიტეტები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 41. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება
- მუხლი 42. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
- მუხლი 43. კომიტეტის აქტები
- მუხლი 431. კომიტეტის სამოქმედო გეგმა
- მუხლი 44. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში
- მუხლი 45. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი
- მუხლი 47. საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 48. უმაღლესი საბჭოს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი
- მუხლი 49. ფრაქციის შექმნა
- მუხლი 50. ფრაქციის რეგისტრაცია
- მუხლი 51. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 46, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-46/