სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება №02-64/ო |
| 2019 წლის 18 მარტი |
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად
ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაზე“ (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზ. №237) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები:
„ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; „აუტოფსიური საქმიანობა“, „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“ .
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6)
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინას“ გენერალური დირექტორის მ/შ ვ. ურუშაძის განცხადება №18545, 11.02.2019 წ., ადგილზე შემოწმების აქტი №184-16 15.03.2019 წ., ზეპირი მოსმენის ოქმი №5 18.03.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი