უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-68/ო
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება:
1. „გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს“ (ფაქტიური მისამართი: გალი, მელიქიშვილის ქუჩა №3) ნაცვლად, დაფიქსირდეს ა(ა)იპ „გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო“ (ს/ნ 405309517 ფაქტიური მისამართი: ქ. გალი, შინკუბას ქ. №5) და გაიცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი
მე-12 კილომეტრი №6)
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი:
1. ა(ა)იპ „გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს“ დირექტორის ელვირა ღაჭავას განცხადება №35614 14.03.2019 წ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ა(ა)იპ „გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს“ წესდება.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის წერილი №36288 15.03.2019წ და თანდართული: ა(ა)იპ „გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო“-ს დირექტორის ელვირა ღაჭავას მოხსენებითი ბარათი.
3. ა(ა)იპ „გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს“ დირექტორის ელვირა ღაჭავას განცხადება №37880 19.03.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი