ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იგოთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის იგოთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016499
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №599 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, დიდების ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის დიდების II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ელისო ჭიპაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ელისო ჭიპაშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის II შესახვევის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნანა სამარგულიანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იგოთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის იგოთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №95
2019 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იგოთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის იგოთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, იგოთის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს იგოთის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე