ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევისთვის სატივეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016491
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში არჯევან ანანიაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ნატალია სამქანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბათუ კრავეიშვილის ქუჩისთვის ნიაღვრის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ნაძვების ქუჩის მონაკვეთისთვის ნაძვების I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევისთვის სატივეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №87
2019 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევისთვის სატივეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევს (შესახვევი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად) მიენიჭოს სატივეს ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე