აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 04.04.2019
ძალის დაკარგვა 04.03.2021
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №87-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 010190020.31.056.016060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 02.03.2021
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს (შემდგომში – უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრი) ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობისა და საკითხების გადაწყვეტის მიზნით უფლება აქვთ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლებს შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფათ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა.
2.
უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ №68, №69, №70, №71 და №72 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩეული უმაღლესი საბჭოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება არაუმეტეს 2 წარმომადგენელი, ხოლო №73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე – არაუმეტეს 3 წარმომადგენელი.
3.
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლებთან, არაუმეტეს უმაღლესი საბჭოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების ვადით, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.
უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ №68, №69, №70, №71 და №72 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩეული უმაღლესი საბჭოს თითოეული მაჟორიტარი წევრის წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) შრომის ანაზღაურებისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა (გამოეყოფათ) 1200 ლარი, ხოლო №73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლებს – 1800 ლარი.
5.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენელი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს აპარატს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
6.
ამ დადგენილების ამოქმედებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის №22 დადგენილების საფუძველზე დასაქმებული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლები საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებას აგრძელებენ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო იმავე პოზიციაზე მათი შემდგომი შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე
ჩაქვი,
4 აპრილი 2019 წ.
N87-უ.ს.რ.ს.