„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №183 |
|
2019 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი |
1. 1213 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროგრამის ფარგლებში მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობა, საიდანაც მოხდება მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%-ის ანაზღაურება ამ პროგრამის 1211 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის 1211 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის 1211 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების შემთხვევაში შეადგენს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის მხოლოდ 1211 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებაზე შესაძლებელია მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობის დაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანადაფინანსება.“.
2. 1213 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №183. სარეგისტრაციო კოდი — 240140000.10.003.021198.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №183, 05.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.021198 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4531651/