პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №185
სარეგისტრაციო კოდი 200000000.10.003.021200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 848 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 05.04.2019 შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონი 90% 01.04.2015 აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 23.02.2022 დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 02.05.2019 საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 16.09.2019

დოკუმენტის ტექსტი

პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №185 2019 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24​2 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული  სტატუსის  მქონე  პირის  ფუნქციონირების  წესები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24​2 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესებს. 2. ეს წესი არ ვრცელდება ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებზე, ასევე მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებიც დასახელებულ პირებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აწვდიან საქონელს. მუხლი 2🔗. სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭება 1. პირს სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში − შემოსავლების სამსახური), დაინტერესებული პირის მიმართვისა და საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად გაცემული სპეციალური თანხმობის საფუძველზე. 2. სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების მიზნით,  დაინტერესებული პირი განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს  შემოსავლების სამსახურს. 3. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება/სახელი, გვარი, მისამართი); ბ) საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი); გ) წარმოებაში დასაქმებული პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო ნომერს; დ) პირის მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალური თანხმობის გაცემის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს. 4. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია. 5. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სახეზეა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროება, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ შემთხვევაში ჩერდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ან/და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან. 6. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. 7. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, უარი თქვას პირისათვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე, თუ: ა) პირის მიმართ, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, არ არის გაცემული საქმიანობის განხორციელებისათვის სპეციალური თანხმობა; ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი ან/და არ იქნა წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია. 8. შემოსავლების სამსახურის მიერ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში განაცხადი შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს განმეორებით. 9.  პირისათვის  სპეციალური  საწარმოს  სტატუსის  მინიჭება/მინიჭებაზე  უარის თქმა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 10. პირი სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული სპეციალური თანხმობის ვადით. 11. პირისათვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე/მინიჭებაზე უარის თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. სპეციალური საწარმოს სტატუსის გაუქმება 1.   სპეციალური საწარმოს სტატუსი უქმდება: ა) შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, თუ პირს, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, გაუუქმდა საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული სპეციალური თანხმობა; ბ) პირის ინიციატივით, თუ მას აღარ სურს სპეციალური საწარმოს სტატუსით სარგებლობა. 2. სპეციალური საწარმოს სტატუსი გაუქმებულად ითვლება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამისი გარემოების დადგომის თვის პირველი რიცხვიდან; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამისი გარემოების დადგომის თვის  მომდევნო  თვის პირველი რიცხვიდან. 3.  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს მიერ გამოიცემა სპეციალური საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეგზავნება პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. რეესტრის წარმოება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური. მუხლი 5🔗. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენა ამ წესის მიზნებისთვის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილ ან წარმოებულ საქონლად ჩაითვლება: ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის წიაღიდან, ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან; ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე; გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები; დ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები; ე) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქტები; ვ) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომლებიც შეგროვდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის; ზ) საქონელი, რომელიც წარმოებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პროდუქტისაგან; თ) საქართველოს (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) საქონელი, რომელიც გადამუშავდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელმა საქონელმა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის პირველი 4 სასაქონლო პოზიციიდან თუნდაც ერთი ნიშანი (ციფრი) შეიცვალა; ი) თუ ამ საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული წარმოშობილია ან წარმოებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების, სულ ცოტა, 51%-ს. მუხლი 6🔗. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირი გადასახადის გადამხდელის ვალდებულებებს  (მათ  შორის,  საგადასახადო  აგენტის  ფუნქციას) ასრულებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.