სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №186
სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.021201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 873 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს საბაჟო კოდექსი საქართველოს კანონი 92% 28.06.2019 საქართელოს კანონის პროექტი - საქართველოს საბაჟო კოდექსი ნორმატიული აქტების პროექტები 92% 13.09.2018 პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 05.04.2019 საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 08.04.2021 ოქმი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 11.03.2014

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №186 2019 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესი (შემდგომში −  წესი) განსაზღვრავს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24​2 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესს. 2. ეს წესი არ ვრცელდება ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებზე, ასევე მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებიც დასახელებულ პირებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აწვდიან საქონელს. მუხლი 2🔗. განცხადების წარდგენა 1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის (შემდგომში − თანხმობა) მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (შემდგომში − შემოსავლების სამსახური). 2. თანხმობის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, შემოსავლების სამსახურს  განცხადება  წარედგინება  მატერიალური  ან  ელექტრონული ფორმით. 3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, განცხადება წარადგინოს თანხმობის მოსაპოვებლად შემდეგ საქმიანობებზე: ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქონლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა; ბ) საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოებულისა ან წარმოშობილისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება; გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქონლის წარმოება, მხოლოდ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. 4. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული თანხმობის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. მუხლი  3🔗.  თანხმობის  მისაღებად  ან მისი  მოქმედების ვადის გასაგრძელებლად  წარსადგენი განცხადება და დოკუმენტები 1. დაინტერესებული პირი თანხმობის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) განმცხადებლის დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ბ) ინფორმაცია საქმიანობის ადგილსამყოფლის შესახებ; გ) განმცხადებლის მისამართი; დ) დეტალური ინფორმაცია საქმიანობის შესახებ; ე) მოთხოვნა ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის მიღების თაობაზე, თანხმობის მოქმედების ვადის მითითებით; ვ) თანხმობა მასზედ, რომ იგი თანახმაა მის შესახებ საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისთვის გადაცემაზე; ზ) განცხადების წარდგენის თარიღი; თ) განმცხადებლის ხელმოწერა. 2. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, განცხადება თანხმობის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარდგენილ განცხადებაში დამატებით მიეთითება უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. 4. განცხადებას თან უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. 5. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დასადგენად მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარდგენა. მუხლი 4🔗. თანხმობის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები 1. შემოსავლების სამსახური განცხადებას თანხმობის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, შესაბამისი დასკვნის გაცემის მიზნით, უგზავნის: ა) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს; ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანო შემოსავლების სამსახურს თავის დასკვნას, კომპეტენციის ფარგლებში, წარუდგენს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ ვადის განმავლობაში დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ არ არსებობს თანხმობის გაცემისთვის დამაბრკოლებელი გარემოებები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი უარყოფითი დასკვნა არის შემოსავლების სამსახურის მიერ თანხმობის გაცემაზე ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს. ამ შემთხვევაში, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა არ ხორციელდება. 4. თანხმობის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად წარდგენილი განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლების სამსახურისთვის საჭირო დოკუმენტაციის/ინფორმაციის სრულად წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეს. 5. შემოსავლების სამსახური ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადებითი დასკვნების წარდგენის შემთხვევაში, ამზადებს საკითხს და უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობისთვის შესათანხმებლად წარმოდგენის მიზნით. საქართველოს მთავრობა განკარგულებით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ასევე მისი მოქმედების ვადის გაგრძელების ან მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა თავდაპირველად გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შესაძლებელია, ყოველ მომდევნო ჯერზე გაგრძელდეს დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, განცხადებაში მითითებული ვადით. 7. შემოსავლების სამსახური, საქართველოს მთავრობის მიერ განცხადებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აცნობებს განმცხადებელს და უგზავნის საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ასლს. მუხლი 5🔗. გაცემული თანხმობის გაუქმება 1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია, გაუქმდეს: ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ: ა.ა) გამოვლინდა, რომ ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; ა.ბ) პირი ეწევა ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარდგენილ განცხადებაში მითითებულისგან განსხვავებულ საქმიანობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე; ა.გ) გამოვლინდა სხვა ისეთი გარემოება, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ პირის საქმიანობა ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და წინააღმდეგობაში მოდის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებთან; ბ) ავტომატურად − გაცემული თანხმობის ვადის გასვლისთანავე. 2. გაცემული თანხმობის გაუქმების თაობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა ეცნობოს პირს.